შაბათი, აპრილი 11, 2026

სექტემბრიდან 60 000-მდე ბენეფიციარი მთავრობისგან ინტერნეტის ვაუჩერს მიიღებს

2018 წლის სექტემბრიდან მთავრობა ინტერნეტის ინსტალაციის ვაუჩერების გაცემას იწყებს. ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისთვის“ კოორდინატორმა თორნიკე ჯობავამ თქვა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

პროგრამა ორ სამიზნე ჯგუფზე გავრცელდება: ადგილობრივ მეწარმეები და სოციალურად დაუცველი ოჯახები. როგორც თორნიკე ჯობავა ამბობს, ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 60 000-ია.

ჯობავას თქმით, მომხმარებლები ნებისმიერი ინტერნეტ პროვაიდერის სერვისით სარგებლობას შეძლებენ. მზადდება ვებ-პორტალი, სადაც ყველა ინტერნეტსერვის პროვაიდერი, ვისაც სურვილი აქვს პროგრამაში ჩაერთოს,უნდა დარეგისტრირდეს, განათავსოს შეთავაზება იმაზე თუ რა ტერიტორიას ფარავს და შესაბამისად, თავისი პაკეტი მიუთითოს. ამის შემდეგ მომხმარებელს საშუალება ექნება, საიტის მეშვეობით აირჩიოს მისთვის მისაღები პროვაიდერი, დაუკავშირდეს მას და პირველადი ინსტალაციის მომსახურება უფასოდ მიიღოს.

როგორც ჯობავა აცხადებს, 2018 წლის განმავლობაში პროექტი საპილოტე იქნება და ვაუჩერებს მხოლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ, რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება.

საპილოტე პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები ფართოზოლოვან ინტერნეტს მინიმალური 2 მეგაბიტი/წამში სიჩქარიდან მიიღებენ.

ჯობავას განცხადებით, პირველ ეტაპზე დაიფარება 1000 მეწარმე (შიდა ქართლში,ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და სამაგრელოში) და 5 000 ოჯახი. რაც შეეხება ოჯახებს, ჯობავას განცხადებით, გადათამაშედება სხვა რეგიონები და ეს ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, 2016 წელს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პარალელურად დაანონსდა პროგრამა, რომელიც 30 000 ოჯახისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტისთვის ვაუჩერების დარიგებას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში თითოეულ ოჯახს დაახლოებით 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემოდა. ვაუჩერის ნახევარი სახლში ინტერნეტის ინსტალაციას მოხმარდებოდა, მეორე ნაწილი კი კომპიუტერის შესაძენად განვადების წინასწარი შენატანი უნდა ყოფილიყო.

პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა 20 მილიონი ლარის სესხი გამოყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – ჩვენ წინაშე არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს უნგრეთის მთავრობას, ზელენსკი თუ მე, თუ იქნება მთავრობა, რომელიც უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საარჩევნო დემონსტრაციაზე ოპოზიცია უკრაინის ინტერესების გამტარებლად მოიხსენია.„მე სათანადო მოკრძალებით ვამბობ, რომ ჩვენ წინაშე რეალური არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას: ზელენსკი თუ მე. ამ ორიდან უნდა ამირჩიოთ მე“, – განაცხადა ორბანმა.ვიქტორ ორბანის თქმით, არჩევნებში  ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთის ფული უკრაინაში გადაიგზავნება.„უნგრეთს თუ ეყოლება მთავრობა, რომელიც უნგრელების ნაცვლად უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება

ცეცხლის გარდამოსვლის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

ცეცხლის გარდამოსვლის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, პოლიცია ეკლესიის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კოორდინაციით კვირების განმავლობაში ემზადებოდა.ცეცხლის გარდამოსვლის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იქნება განლაგებული, რომელთა მთავარი ამოცანა უსაფრთხოების დაცვაა.„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან რამდენიმე დღის წინ, როგორც იცით, ისრაელი იყო ირანის რეჟიმის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების იერიშის ქვეშ. დღეს კი წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, რომელიც შეზღუდულ ფორმატში უნდა გამართულიყო, სრული მასშტაბით იმართება. ისრაელის პოლიცია კვირების განმავლობაში გადიოდა მზადებას ეკლესიის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით. ადგილზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იქნება, რომლებიც აქ მყოფებს დაიცავენ და უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, ღონისძიებამ უსაფრთხოდ ჩაიაროს და ყველამ ისიამოვნოს“, – აცხადებს ისრაელის პოლიციის წარმომადგენელი დინ ელსდანი.ცნობისთვის, წელს ცეცხლის გარდამოსვლა განსაკუთრებულ ვითარებაში იმართება. ირანთან ომის გამო დაწესებული შეზღუდვები ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ მოიხსნა, რამაც მისი სრული მასშტაბით ჩატარება გახადა შესაძლებელი.

ეგვიპტის უდაბნოში უძველესი ქრისტიანული მონასტერი აღმოაჩინეს – IV საუკუნით დათარიღებულ ნაგებობაში ბერებმა წარწერები დატოვეს

ად­გი­ლობ­რი­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეგ­ვიპ­ტის უდაბ­ნო­ში ცოტა ხნის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს უძ­ვე­ლე­სი მო­ნას­ტე­რი, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნო­ბის ად­რე­ულ ხა­ნას მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ეგ­ვიპ­ტის ტუ­რიზ­მი­სა და სიძ­ვე­ლე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნას­ტე­რი ნა­პოვ­ნია ვადი-ელ-ნატ­რუნ­ში, ბე­ჰე­ი­რას პრო­ვინ­ცი­ა­ში.ვადი-ელ-ნატ­რუ­ნი ით­ვლე­ბა “ეგ­ვიპ­ტე­სა და მსოფ­ლი­ო­ში მო­ნას­ტე­რიზ­მის აღ­მო­ცე­ნე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ცენ­ტრად“. ნა­გე­ბო­ბა ახა­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის IV-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა.ალი­ზის აგუ­რით აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 21,528 კვად­რა­ტულ ფუტს მო­ი­ცავს; მისი კედ­ლე­ბის სის­ქე სამ ფუტ­ზე მე­ტია, ხოლო ოთა­ხე­ბის სი­მაღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით შვიდ ფუტს აღ­წევს.არ­ქი­ტექ­ტუ­რა და აღ­მო­ჩე­ნე­ბი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი მო­ი­ცავს ღია ეზოს, რო­მე­ლიც გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია შე­ნო­ბე­ბით. ამ ნა­გე­ბო­ბებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ბე­რე­ბის სე­ნა­კე­ბი, ღუ­მე­ლე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბი და სა­თავ­სო­ე­ბი. კედ­ლის მხატ­ვრო­ბა­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ელე­მენ­ტებ­თან ერ­თად, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ასე­ვე იპო­ვეს ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხის ნაშ­თე­ბი - რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბე­რებს ეკუთ­ვნო­დათ.“არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს სხვა­დას­ხვა გა­და­ხურ­ვის სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, მათ შო­რის ალი­ზის აგუ­რით ნა­გებ თა­ღებ­სა და გუმ­ბა­თებს“, - აღ­ნიშ­ნეს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა.კედ­ლე­ბი და­ფა­რუ­ლი იყო თეთ­რი ბათ­ქა­შის ფე­ნით და შემ­კუ­ლი იყო ფრეს­კე­ბით, რომ­ლებ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლია ჯვრე­ბი, პალ­მის ხე­ე­ბი და სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­უ­ლი თუ გე­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ტი­ვე­ბი.გა­თხრე­ბი­სას ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს რამ­დე­ნი­მე წარ­წე­რა იქ მცხოვ­რე­ბი ბე­რე­ბის სა­ხე­ლე­ბით, აგ­რეთ­ვე “რე­ლი­გი­უ­რი ტექ­სტე­ბი, რომ­ლე­ბიც წყა­ლო­ბა­სა და შენ­დო­ბას ითხოვ­დნენ“.მეც­ნი­ე­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ტუ­რიზ­მი­სა და სიძ­ვე­ლე­თა მი­ნის­ტრმა, შე­რიფ ფა­თიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს აღ­მო­ჩე­ნა “წარ­მო­ად­გენს მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­ნა­ძენს ეგ­ვიპ­ტე­ში მო­ნას­ტე­რიზ­მის სა­წყი­სე­ბის გა­სა­გე­ბად, რო­მე­ლიც სწო­რედ ეგ­ვიპ­ტის მი­წა­ზე და­ი­წყო, სა­ნამ მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­დე­ბო­და“.არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მსგავ­სი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი იპო­ვეს იმა­ვე, ბე­ჰე­ი­რას პრო­ვინ­ცი­ა­ში.მა­ნამ­დე, იან­ვარ­ში, ეგ­ვიპ­ტელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს კი­დევ ერთი მო­ნას­ტრის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ სო­ჰა­გის პრო­ვინ­ცი­ა­ში, სო­ფელ ალ-დუ­ვე­ირ­ში. იქ არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მი­აკ­ვლი­ეს ბი­ზან­ტი­უ­რი პე­რი­ო­დის “ბე­რე­ბის სრუ­ლად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის“ ნაშ­თებს.

ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში ჰესის მშენებლობას გეგმავს – მას მთავრობამ მიწა 49 წლის ვადით გადასცა: რა ხდება ცნობილი

bpn.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის, NBA-ს ორგზის ჩემ­პი­ონ ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას კომ­პა­ნია ამ­ბრო­ლა­ურ­ში ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავს - მთავ­რო­ბამ მიწა 49 წლის ვა­დით გა­დას­ცა. მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, შპს “სად­მე­ლი ჰესს“ სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მიწა და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა 49 წლის ვა­დით გა­და­ე­ცა, რათა მდი­ნა­რე რი­ცე­უ­ლა­ზე ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი აა­შე­ნოს და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­იყ­ვა­ნოს.მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ქო­ნე­ბა კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცა “აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბით“, რაც ნიშ­ნავს, რომ მიწა სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში რჩე­ბა, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ას უფ­ლე­ბა აქვს იქ აა­შე­ნოს ობი­ექ­ტი და გა­მო­ი­ყე­ნოს იგი. ამას­თან, კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია ქო­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს ყო­ველ­წლი­უ­რად გა­და­უ­ხა­დოს 18 973 ლარი.დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრო­ექ­ტი ეფუძ­ნე­ბა 2025 წლის 24 დე­კემ­ბერს გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც და­დე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს, ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის კო­მერ­ცი­ულ ოპე­რა­ტორ­სა და კომ­პა­ნი­ას შო­რის. ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გან­სა­ზღვრავს ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბებს. ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მი­სა და პრო­ცე­სის სა­მარ­თლებ­რივ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, რო­მელ­მაც უნდა გა­ა­ტა­როს ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ცნო­ბის­თვის, სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის მი­ხედ­ვით, შპს “სად­მე­ლი ჰესი” 2023 წლი­დან არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და მისი სრუ­ლი სა­აქ­ციო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი ზაზა ფა­ჩუ­ლი­აა.

რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს

დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა.ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.ვნების შაბათის მინიშნებები დიდ შაბათთან უამრავი მინიშნებაა დაკავშირებული და ზოგი მათგანი დღემდე არის შემონახული. მაგალითად, დიდი შაბათს მზიანი და თბილი ამინდი ცხელი ზაფხულის მომასწავებელია. მოღრუბლული კი – წვიმინი და გრილის.აღდგომის წინა ღამის გათენება, ბედნიერების საწინდარია. ეკლესიაში ნაკურთხი კვერცხის წყალში ჩაგდება და იმ წყლით პირის დაიბანა, ჯანმრთელობის სიბერემდე შენარჩუნებას მოასწავებს.ასევე კარგის ნიშანია დიდ შაბათს დაბადებაც. ითვლება, რომ ამ დღეს დაბადებულებს უბედურება გვერდს უვლის. მათ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ, იღბლიანები არიან და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს.ცუდის ნიშანია დიდ შაბათს მხიარულება და სიცილი – შეიძლება შემდეგ მთელი წელი იტიროთ. ცუდია ასევე დიდ შაბათს რამის გაცემა სახლიდან, იმიტომ რომ შეიძლება მას კეთილდღეობა, იღბალი და ჯანმრთელობა მიჰყვეს.

ბოლო სიახლეები