სესხების განულებასთან დაკაშირებული ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება

Read Time:53 Second

სესხების განულებასთან დაკაშირებული ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ვებგვერდზე დღეს ატვირთულ ბაზებში წარმოდგენილი იქნებიან სამი ბანკის მომხმარებლები: „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“.

„დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოაქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდნიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგნილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით,  მიმდინარეობს 24 საათიანი მუშაობა. ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ასევე ფონდი „ქართუ“, რომლის მხარდაჭერითაც აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება.

„აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, ვებგვერდზე ყოველდღიურად დაემატება მომხმარებელთა ბაზები, რომლებსაც სესხები გაუნულდებათ.

„ყოველ დღე დავამატებთ ამ ბაზებს, შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება ამ „შავი სიიდან“. ჩვენი მოქალაქეებისა და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი შეხვდება ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კვლევა: ქართველი ქალები საოჯახო საქმეებზე კაცებზე სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ
Next post 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მამინცვალს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს