სერგეი ლავროვი: სალომე ზურაბიშვილს ყველა ქართველის პრეზიდენტობას ვუსურვებთ

Read Time:33 Second

რუსეთს თბილისთან კარგი ურთიერთობები სურს და სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იმედოვნებს, რომ კონტრუქციული თანამშრომლობა დამყარდება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მილანში ეუთოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი და აკეთოს ის, რაც კარგია ქართველი ხალხისთვის. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, თვილისთან კარგი ურთიერთობები გვსურს.სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მიღწეული ზოგიერთი შეთანხმება ქართულმა მხარემ არ შეასრულა, რადგან როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები დავასრულეთ, ამის პარალელურად ჩვენ თბილისთან შევთანხმდით ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე. ეს იყო დეტალურად შემუშავებული შეთანხმება, სამწუხაროდ, მოგვიანებით ქართულმა მხარემ უარი თქვა ასეთი სცენრის შექმნაზე, რაც სამწუხაროა, რადგან მათ გაწყვიტეს კომუნიკაციის კიდევ ერთი ხაზი“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოში ბოიკოტი გამოაცხადა
Next post ტრაგედია ორთაჭალაში – ვინ არის ბაიკერი, რომელიც ტრაილერს შეეჯახა და გარდაიცვალა