ორშაბათი, ივნისი 29, 2026

სერგეენკო: უფასო მედიკამენტების ჩამონათვალი 23-დან, სულ მცირე, 50-მდე გაიზრდება

ჯანდაცვის მინისტრი და მედიკამენტების მწარმოებლები დღეს მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სახელმწიფო, კერძო პარტნიორობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დღემდე მოქმედი ერთ-ერთი პროექტის თანახმად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სიმბოლურ ფასად – 1 ლარად იღებდა გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტს. პარტნიორობა კი სხვა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით “ქრონიკის” შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უპასუხა.

მინისტრის თქმით, მედიკამენტების ჩამონათვალი 23-იდან, სულ მცირე, 50 დასახელების მედიკამენტამდე გაიზრდება.

“ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების დაფარვიდან გადავალთ ქრონიკული დაავადებების უმეტესობის დაფარვაზე”, – თქვა მინისტრმა.

სერგეენკომ იმაზეც ილაპარაკა თუ საზოგადოებისი რომელი კატეგორია შეძლებს ამ პროგრამით სარგებლობას. მისი თქმით, პირველ რიგში ეს იქნება პენსიონერთა ჯგუფი, რომელთათვისაც ფასი იმის ნახევარი იქნება, ვიდრე ახლა ხარჯავენ იმ კონკრეტულ მედიკამენტზე.

შეკითხვაზე იღებს თუ არა სახელმწიფო ამ პარტნიორობის სანაცვლოდ რაიმე ვალდებულებას მედიკამენტების მწარმოებლებთან, სერგეენკო პასუხობს:

“თანამშრომლობის მოდელი, რომელიც დღეს ჩვენ შევთავაზეთ, აქამდეც არსებობდა. ჩატარებული კვლევა და ანალიზი ცალსახად გვანახებს რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობის რესურსი მწარმოებლებთან არსებობს. კერძო სახელმწიფო პარტნიორობა მიღებული ფორმატია და მოიზარებს: როგორც კერძომ, ასევე სახელმწიფომ გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიოს. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში ვალდებულებას იმის ვალდებულებას იღებს, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, არ მოხდეს ამ მედიკამენტების არალეგალური გადინება ან ოფიციალური რეექსპორტი, უზრუნველყოს მწყობრივი ხარისხობრივი კონტორლის იმპლემენტაცია, რომელიც დაცულობის გარანტიას მოგვცემს”, – თქვა მინისტრმა.

დავით სერგეენკო დასძენს რომ ახალი პროგრამა შესაძლოა მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამუშავდეს.

1 ივლისიდან ეგრეთ წოდებული უფასო წამლების პროგრამა  ამოქმედდა. სააფთიაქო ქსელში უკვე 23 დასახელების ასეთი მედიკამენტია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება გენერალურ ასამბლეაზე, მთავარი არის ხელოვნური ინტელექტი – ირაკლი მეზურნიშვილი

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, თბლისში დაგეგმილი გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს.მისი თქმით, საქართველო მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ასამბლეის სხვადასხვა ფორმატში, ხოლო მიმდინარე ღონისძიებაში მრავალი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც მონაწილეობენ"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება ამ შემთხვევაში გენერალურ ასამბლეაზე. მთავარი საკითხი არის ხელოვნური ინტელექტი. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული სხვადასხვა სესიებში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილებს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნები იღებენ მონაწილეობას და დელეგაციები არიან საქართველოში ჩამოსული. გვყავს მაღალი რანგის სტუმრებიც, მაგალითად, მაკედონიის ასამბლეის პრეზიდენტი, დელეგაციის ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნის. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო ღონისძიება. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად ჩატარდება. ჩემი კანდიდატურა არის გამოტანილი ვიცე-პრეზიდენტის დამტკიცების რანგში და იმედი მაქვს, რომ ქვეყნები დამიჭერენ მხარს და ჩვენს ქვეყანას შემდეგი 2 წლის განმავლობაში ეყოლება ვიცე-პრეზიდენტი საპარლამენტო ასამბლეაში", - აცხადებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.ცნობისთვის, თბილისში პაბსეკის რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა იმართება. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დღეიდან 1 ივლისის ჩათვლით სასტუმრო "პარაგრაფ თაბორი" უმასპინძლებს. გაიმართება ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაც. მიმდინარე პერიოდში საქართველო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს.

შალვა პაპუაშვილი – აგენტურა აგენტურაა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში როგორი გადაადგილება იქნება, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები ამ ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანენ

აგენტურა აგენტურაა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში როგორი გადაადგილება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები ამ ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანენ.„საერთო ჯამში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს. ამ ჯგუფებს რაც აქვთ მთავარი პრობლემა, არის აგენტურული ხასიათი, რაც იმაში ვლინდება, რომ მათი ქმედების მთავარი ადრესატები ყოველთვის არიან უცხო ძალები, უცხო ჯგუფები, უცხო ქვეყნები. ისინი მთლიანად თავის დღის წესრიგს აწყობენ იმაზე, რას დაავალებენ გარედან, როგორ მოაწონონ თავი, საერთოდ არ ფიქრობენ ქართველ ხალხზე. არ ფიქრობენ, პირველ რიგში იმაზე, როგორ მოაწონონ ქართველ ხალხს თავი. ასე რომ, აგენტურა აგენტურაა. აქ მნიშვნელობა არ აქვს, როგორი გადაადგილება იქნება. აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები კარგს ამ ქვეყანას ვერაფერს მოუტანენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი იდეების და აზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი

ძალიან კარგი და დროული იყო ეს ყველაფერი, რადგან ბოლო პერიოდში გვახსოვს პოლარიზაცია, რომელიც თავს გვახვევდნენ. ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი იდეების და აზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა.ლიპარტელიანმა ახალგაზრდებს შეხვედრაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია.„შეხვედრები შედგა, მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს დასწრებისთვის, აქტიურობისთვის, მსჯელობისთვის. უმნიშვნელოვანესია მათი ჩართულობა ადგილობრივად, მუნიციპალურად, მათი ქალაქის თუ სოფლის განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ და ვიმსჯელებთ სამომავლო გეგმებზე მათთან ერთად“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დღეს შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. პარტიის წევრები ხალხის კითხვებს უპასუხებენ.

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, შუა დერეფნის თვალსაზრისით, ყაზახეთში ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, მათ შორის, შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის შეფასებისას.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, ისევე, როგორც ყაზახეთის რესპუბლიკასთან არსებული მეგობრული ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით.ეკონომიკის მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს ყაზახეთის ხელისუფლების პირველ პირებთან.„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება, მათ შორის შედგება მრავალი ორმხრივი შეხვედრა – ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების, ისევე როგორც ყაზახეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.ეკონომიკის მინისტრი ყაზახეთთან თანამშრომლობის კუთხით განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ორი ქვეყნის როლზე შუა დერეფნის კონტექსტში.„მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ჩვენი ორი ქვეყნის როლი შუა დერეფნის კონტექსტში, რამდენადაც უკვე ძალიან მზარდია ტვირთნაკადი უშუალოდ შუა დერეფანში. ჩვენ განსაკუთრებულად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყაზახეთთან და, ამდენად, საერთო ინიციატივებით ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ყოველთვე ეს ინიციატივები უკვე რეალურ შედეგებში ისახება. ვფიქრობთ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში შემდგომ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება მემორანდუმები ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

დამლაგებელმა ქალმა კარადაში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინა

იაპონიის ქალაქ იბარაკში დასუფთავების კომპანიის თანამშრომელმა ბინის დალაგებისას კარადაში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინა. შემთხვევა კასუგას რაიონში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ბინაში მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ბინის დასალაგებლად იყო მისული, როდესაც ერთ-ერთი კარადა გახსნა და ადამიანის ნეშტი შენიშნა. მან დაუყოვნებლივ საგანგებო სამსახურს მიმართა.ადგილზე მისულმა პოლიციამ დაადასტურა, რომ კარადაში ადამიანის ძლიერ დაზიანებული ნეშტი იმყოფებოდა. წინასწარი დათვალიერებით დადგინდა, რომ თავის ნაწილი მთლიანად ჩონჩხის მდგომარეობაში იყო, ხოლო ტანსაცმელი თითქმის სრულად იყო განადგურებული.ნეშტის დაშლის მაღალი ხარისხის გამო ექსპერტებმა ამ ეტაპზე ვერ შეძლეს გარდაცვლილის სქესისა და ასაკის დადგენა. პირველადი შემოწმებისას სხეულზე ძალადობის ან გარეგანი დაზიანების აშკარა კვალი არ გამოვლენილა.გამოძიების ინფორმაციით, ბინის შესასვლელი კარი ჩაკეტილი იყო, ხოლო საცხოვრებლის ოფიციალური მოიჯარე უკვე გარდაცვლილია. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი ნეშტი სხვა ადამიანს ეკუთვნის.ამ დროისთვის პოლიცია გარდაცვლილის ვინაობისა და მისი გარდაცვალების გარემოებების დადგენაზე მუშაობს.

ბოლო სიახლეები