სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

Read Time:30 Second

სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია, ნოქალაქევისა და ლეძაძამეს
მაჟორიტარობის კანდიდატთან, შაქრო კოკაიასთან და მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან ერთად, ნოქალაქევში, ლეძაძამესა და
ბეთლემში ამომრჩევლებს შეხვდა.
,,რეაბილიტირებული საჯარო სკოლა, თანამედროვე სტანდარტრების შესაბამისი
ახალი საბავშვო ბაღი, განახლებული სპორტული მოედანი, სრული გაზიფიცირება,
მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე არხები, სახიდე
გადასასვლელები, მოხრეშილი საუბნო გზები, ახალი ტურისტული მიზიდულობის
ცენტრი შემეცნებითი და გასართობი ატრაქციებით – თოკების პარკით და
ზიპლაინით, ბეთლემში – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა.
ჩვენი მიზანია განვავითაროთ ადმინისტრაციული ცენტრები, აღნიშნული
შეხვედრები კი საშუალებას გვაძლევს მოვისმინოთ ის საჭიროებები, რომელიც
სოფლების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ჩვენ ერთად, თითოეული ოჯახის საკეთილდღეოდ, ქმედით ნაბიჯებს გადავდგათ’’ –
აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქარსელაძე – ბორჯომში კოსტავას სკვერის სრული რეაბილიტაცია უკვე დაიწყო
Next post ოთარ არბოლიშვილი – ბორჯომი კიდევ უფრო ლამაზი, საცხოვრებლად კომფორტული, ინვესტორებისა და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება