სევეროდონეცკში საოკუპაციო ძალებმა ქალებისა და ბავშვების თავშესაფარი დაბომბეს, ხარკოვსა და კიევის სხვადასხვა რაიონში დაბომბვებს სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი წლის ბავშვი

Read Time:53 Second

სევეროდონეცკში საოკუპაციო ძალებმა თავშესაფარი დაბომბეს, სადაც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. ლუგანსკის სამხედრო უწყების წარმომადგენლის თქმით, შენობაში მყოფი პირები ამჟამად უსაფრთხოდ არიან.

როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია წერს, ხარკოვში ბარაბაშოვოს ბაზარში ხანძარია, ცეცხლი ჭურვის დაცემის შემდეგ გავრცელდა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზეც გადავიდა. დაიღუპა ერთი მაშველი, კიდევ ერთმა კი დაზიანება მიიღო.

კიევში, სვიატოშინსკის რაიონში დაბომბვების შედეგად ერთი ადამიანი დაღუპა. ჭურვები დაეცა ავტომობილებს, ასევე ცეცხლი გავრცელდა ბალახის საფარზე

კიევიდან ვიშგოროდის მიმართულებით რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ბენზინგასამართ სადგურს, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.

ვიშგოროდის რაიონში არტილერიიდან ცეცხლი საცხოვრებელი სახლების მიმართულებით გახსნეს. შედეგად, ჩამოინგრა კორპუსი. დაიღუპა ორი წლის ბავშვი, ოთხ ადამიანს კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ისკანდერის სარაკეტო კომპლექსისა და კალიბრის ფრთოსანი რაკეტების მარაგები ამოწურეს, რის გამოც, ახლა უმისამართო ცეცხლს სხვადასხვა შეიარაღებიდან ხსნიან.

ასევე, გენშტაბის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს რუსულ დანაყოფებს, მათ შორის ხარკოვსა და იზიუმში. განადგურებულია მოწინააღმდეგის შემადგენლობისა და ტექნიკის 30 პროცენტი.

უკრაინული მედიის ცნობით, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით დღეს მარიუპოლიდან 2 000, კიევის ოლქიდან კი – 1 800 ადამიანი გაიყვანეს. ამავე დასახლებულ პუნქტებში 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შევიდა, მათ შორის, მედიკამენტები და საკვები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იტალია მზადაა, აღადგინოს მარიუპოლის თეატრი – იტალიის კულტურის მინისტრი
Next post მამუკა მდინარაძე: “ალტ-ინფო”-დან წამოსული რუსული პროპაგანდა, ისევე, როგორც “ნაცმოძრაობიდან” წამოსული დაფარული რუსული რიტორიკა ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა