საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო

Read Time:47 Second

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. მას არ
გაუცია მშენებლობის ნებართვა ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე განთავსებულ საცხოვრებელ
კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ
ნივთზე. ადმინისტრაციული წარ

მოება, მიმდინარე განაცხადზე, წარიმართა მხოლოდ უძრავ
ნივთზე საკუთრების უფლების რეგ

ისტრაციის მიზნით.
2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მომართა ზაურ
ბუდაგოვმა და მოითხოვა ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, (სარდაფი) უძრავ ნივთზე
რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად
დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს
აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი
და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
საჯარო რეეეტრსის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში
მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი
ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი
აზომვითი ნახაზი.
განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის
განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებიდან დედა-შვილის ცხედრები ამოასვენეს
Next post თორნიკე რიჟვაძე: დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს