„სახლში ჯდომის დრო არ არის“ – ზვიად კუპრავა აქციას უერთდება
„სადაც კი პროტესტი იქნება, მე ყველგან ვიქნები“,- ამის შესახებ ზვიად კუპრავამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა. იგი იმ აქციაზე იმყოფება, რომელიც ამ წუთებში პარლამენტთან იმართება.
მისი თქმით, იგი აქციის წევრებს ყველგან შეუერთდება, სადაც საჭირო იქნება.
„მე ციხეში ვიჯექი, როცა დაპირება რომელიც გასცეს მართლა არავის ეგონა, რომ არ შესრულდებოდა. მთელი ქვეყანა დარწმუნებული იყო, რომ პროპორციული არჩევნები წინ გადადგმულ ნაბიჯი იყო, ჩვენ მივიღებთ ოთხჯერ გადადგმული ნაბიჯი.
რა თქმა უნდა, იმ პროტესტის გვერდით ვარ, რაც საზოგადოებას გააჩნია. ვიქნები იქამდე, სანამ ეს ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა და ეს დასასრული ვადამდელი არჩევნები, სადაც კი პროტესტი იქნება, მე ყველგან ვიქნები. სანამ ამ უკან გადადგმულ ნაბიჯებს არ ავანაზღაურებთ, მე პირადად სახლში არაფერი მესაქმება. სახლში ჯდომის დრო ნამდვილად არ არის. ეს ხომ არ არის მხოლოდ ჩემი მონაპოვარი ,ეს მთელი საქართველოს მონაპოვარი იყო. აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი წაგვართვა ივანიშვილმა“,- განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას დილიდან ისევ გეგმავენ.
12 საათზე საკანონმდებლო ორგანოში სესია უნდა დაიწყოს, მანამდე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა დანიშნული.
სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ საპატიმრო გასულ კვირას დატოვა.
„პრაიმტაიმი“
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...
ავარია ავლაბარში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში. როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს...
„სასწრაფოდ! ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია“ – 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
რამდენიმე თვის წინ, გიორგი ბერიშვილმა სიმსივნე დაამარცხა, თუმცა აქვს გართულებები. აწუხებს ჰაერის უკმარისობა და ჟანგბადზე დამოკიდებულია. პატარა რაჭველ ბიჭუნას, საზოგადოების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა („ტექინფორმი“), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის...