ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2024 წელს ევროპაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი

12 აგვისტოს გამოქვეყნებულ გასული წლის ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპაში „ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობა“ დაგმო და განსაკუთრებული ყურადღება „სიტყვის თავისუფლების“ შეზღუდვებზე გაამახვილა, – ამის შესახებ საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაცია წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2024 წლის ანგარიშში, რომელიც ნათლად ასახავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გასული წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა“ გერმანიაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

საფრანგეთში „გამოხატვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების“ და ანტისემიტური აქტივობების აღორძინების შესახებ ანგარიშში შესული მონაცემები „სარწმუნო ინფორმაციას“ ეფუძნება.

ბრიტანეთზე საუბრისას კი ვაშინგტონი ყურადღებას ამახვილებს ინტერნეტის უსაფრთხოების ახალ კანონზე, რომლის მიზანიც ბავშვების უკეთ დაცვაა და რომელიც მანამდე ილონ მასკის სოციალურმა ქსელმა X-მა გააკრიტიკა.

ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა უარი თქვა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის დასახელებაზე და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „თავისუფალ საზოგადოებაში მთავრობის მხრიდან ცენზურა მიუღებელია“.

„მთავრობები პოლიტიკური ან რელიგიური მიზეზების გამო აგრძელებენ ცენზურას, თვითნებურ ან უკანონო თვალთვალს და შემზღუდველი კანონების გამოყენებას მათ წინააღმდეგ, ვინც მათთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბრიუსმა.

სტატიაში ნათქვამია, რომ თებერვალში, მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბევრი გააოცა ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, როდესაც განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება ევროპაში „უკან იხევს“, რითიც გაიმეორა ისეთი პარტიების მოსაზრებები, როგორიცაა ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD), რომელიც ცოტა ხნის წინ გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ „ექსტრემისტულ მემარჯვენე“ ძალად მოიხსენია.

„სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს და ამით ბევრ მთავრობას ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, ჩვეულებრივ, გაზაფხულზე ქვეყნდებოდა ხოლმე. იგი აშშ-ის კონგრესის დაკვეთით მზადდება და გასულ წლამდე საცნობარო დოკუმენტად მიიჩნეოდა“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის წლევანდელი ვერსია მოამზადა წინა ადმინისტრაციამ, რომელსაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელმძღვანელობდა, რამაც სახელმწიფო დეპარტამენტი აიძულა, ანგარიშის სტრუქტურასა და ტექსტში ვრცელი ცვლილებები შეეტანა, რათა ასახულიყო ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტები, როგორიცაა, მაგალითად, მისი წინააღმდეგობა მრავალფეროვნების პროგრამებთან ან აბორტის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

„წელს ანგარიში გამარტივდა, რათა ის უფრო სასარგებლო და ხელმისაწვდომი იყოს და ამჟამინდელი ხელისუფლების პრიორიტეტებს შეესაბამებოდეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამასთან დაკავშირებით დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ანგარიშის ამჟამინდელი ვერსია საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით სამართლიანი არ არის.

დემოკრატი სენატორის, კრის ვან ჰოლენის თქმით, ამ ანგარიშის „პოლიტიზება“ მათ მიზანს საფრთხეს შეუქმნის და „შეამცირებს (…) ნდობას“ სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ.

მაგალითად, სალვადორზე საუბრისას, რომელსაც პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე მართავს და რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირეა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნათქვამია, რომ „ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ სანდო ინფორმაცია არ არსებობს“.

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია სალვადორს „მარასის“ გამო აკრიტიკებს, რომლის ბანდები ოდესღაც მოსახლეობას ატერორებდნენ. კრიტიკის საგანია აგრეთვე ე.წ. ტერორისტების განთავსების ცენტრში (CECOT) არსებული პირობები, რომელიც მკაცრი რეჟიმის ახალ, მაქსიმალურად უსაფრთხო ციხეს წარმოადგენს.

ტრამპის ადმინისტრაციამ სალვადორში ამ წლის დასაწყისში ასობით ვენესუელელი მოქალაქე გააძევა, რომლებიც გადაიყვანეს ციხეში, სადაც, მათი თქმით, ძალადობასა და წამებას განიცდიდნენ.

სალვადორისგან განსხვავებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პირქუშ სურათს წარმოაჩენს იმ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე, რომლებთანაც ტრამპის ადმინისტრაციას განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა აქვს. ასეთი ქვეყნები არიან, მაგალითად, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია.

„ადამიანის უფლებების მდგომარეობა წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში საგრძნობლად გაუარესდა“, – აცხადებს ვაშინგტონი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეტორიამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და „ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯი“ გადადგა აფრიკაანსების – თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელების – მიმართ, როდესაც საკუთრების „ექსპროპრიაციის“ გადაწყვეტილება მიიღო და ამით „ქვეყანაში რასობრივი უმცირესობების უფლებების ახალ დარღვევას“ შეუწყო ხელი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამ წლის დასაწყისში მკაცრად დაგმო კანონი, რომელიც მიზნად ისახავს მიწის გადანაწილების ხელშეწყობას იმ უსამართლობის გამოსასწორებლად, რაც აპარტეიდის მემკვიდრეობას წარმოადგენს.

რაც შეეხება ბრაზილიას, მასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სასამართლოებმა მიიღეს „გადაჭარბებული და არაპროპორციული ზომები“, რომლებიც „ზიანს აყენებენ გამოხატვის თავისუფლებას“ და „ზღუდავენ ონლაინკონტენტზე წვდომას“, რაც „დემოკრატიისთვის ზიანის მომტანია“.

აშშ-ის სანქციებს არაერთხელ დაექვემდებარა ბრაზილიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს (STF) მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესი. ის თავმჯდომარეობს სასამართლო პროცესს, რომელიც ულტრამემარჯვენე ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხრიდან 2023 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეს იხილავს. მორაესი ასევე გახდა X-ის მფლობელის, მილიარდერ ილონ მასკის სამიზნე მისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო.

2024 წლის ანგარიში ისრაელთან მიმართებით, ადრინდელთან შედარებით, გაცილებით ლაკონურია და ღაზის სექტორში ომის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ შეიცავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – ნატო არ შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა აშშ მზადაა, რომ ამის ნაწილი იყოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ონლაინ სამიტის დროს ტრამპმა თქვა, რომ როცა უკრაინაში ომი დასრულდება და მშვიდობა დამყარდება, ამერიკა დაეხმარება ევროპას უსაფრთხოების გაძლიერებაში, მაგრამ ნატო ამ საქმეში არ ჩაერთვება.„ტრამპმა ისაუბრა რაღაცებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მან თქვა, რომ ნატო არ უნდა იყოს ამ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს სწორედ ეს უნდა – ნატო არ მონაწილეობდეს. მაგრამ ამერიკა და სხვა ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, უნდა დაეხმარონ უკრაინას“,-თქვა მაკრონმა.როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ონლაინ სამიტზე ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ თუ უკრაინა რომელიმე ტერიტორიას დათმობს, მაშინ მას სანაცვლოდ უსაფრთხოების მძლავრი გარანტიები უნდა მიეცეს.„ეს სწორედ ის პოზიციაა, რომელსაც ჩვენ ვიცავდით ბოლო რამდენიმე თვე. ამიტომაც შევქმენით ჩვენი კოალიცია – ქვეყნები, რომლებიც მზად არიან უკრაინის დასახმარებლად. ტრამპმა ზუსტად ეს თქვა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება იყო, რაც დღეს გავიგეთ“, – აღნიშნა მაკრონმა.

გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი

85 წლის ასაკში ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გორდეზიანის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.რისმაგ გორდეზიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1993-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.რისმაგ გორდეზიანს მიღებული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია. იყო 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორი. 2021 წელს მიღებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო.

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – 13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია

13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია.დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა. ეს ხატი ერთ-ერთი საოცარი და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია ქრისტიანულ სამყაროში."დირბის ღვთისმშობელი" არის წყარო მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა. რესტავრაციისას, მისი ხელმეორედ დაბადებისას, მეუფე იობს წინასწარ განუჭვრიტავს და ასე უბრძანებია:დირბის ღმრთისმშობელთან მრავალი ადამიანი მოვა, უპირველესად კი ის უშვილოებს და ორსულებს შეეწევაო... მართლაც მეუფის მღვდელმთავრული მადლით გასხივოსნებული გონიერება და მამობრივი სიყვარულით ანთებული გული არ შემცდარა, ოდესღაც მივიწყებული და მიწით დაფარული ტაძარი შეიძლება მივიჩნიოთ, თანამედორვეობის ახალ, თვალსაჩნო სასწაულად, რამეთუ, უძველესი დროიდან კურნებებითა და ყოველ კეთილ თხოვნათა მსწრაფლ შესმენით სახელგანთქმულ ნალოც ტაძარში, რომელიც თავისი ისტორიით იერუსალიმის წმინდა მიწას უკავშირდება, დღემდე გადმოსჩქეფს ღმრთისმშობლის მოწყალების ნაკადული და სასწაულები გრძელდება საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდე.დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან - ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით."დირბის ღვთისმშობლის" განსადიდებლად მონასტერში შეიქმნა დირბის ღმრთისმშობლის პარაკლისი და დაუჯდომელი, რომელიც ყოველდღიურად დღის სამ საათზე იკითხება.ყოველ უშვილო წყვილს და აგრეთვე ორსულ ქალბატონებს, სნეულებს, ვურჩევთ, რომ დაესწრონ ღმრთისმშობლის განსადიდებელ ამ ლოცვებს და თავადაც მოუკლებლად ილოცონ თავისი სანუკვარი სურვილის აღსასრულებლად. დირბის ღვთისმშობელი შეეწიოს სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით უშვილო წყვილებს.

ავტო ლიზინგი – მარტივი გზა ახალი ავტომობილის მისაღებად

დღეს, როდესაც ავტომობილი აუცილებელი გადაადგილების ნაწილია, ავტო ლიზინგი არის მოქნილი და ხელმისაწვდომი გზა თქვენი ოცნების მანქანის მისაღებად. ეს ფინანსური სერვისი გაძლევთ შესაძლებლობას შეიძინოთ ახალი ან მეორადი მანქანა მინიმალური საწყისი თანხით და გადაიხადოთ ეტაპობრივად, თქვენი ბიუჯეტის მიხედვით. რატომ ავირჩიოთ ავტო ლიზინგი? ავტო ლიზინგი პოპულარულია როგორც კერძო პირებში, ასევე კომპანიებში, რადგან მას აქვს რიგი უპირატესობები: დაბალი საწყისი შენატანი – არ არის საჭირო დიდი თანხის ერთიანად გადახდა.მოქნილი გადახდის გრაფიკი – შეგიძლიათ აირჩიოთ 12, 24 ან 36 თვიანი პერიოდი.სწრაფი დამტკიცება – განაცხადის განხილვა შეიძლება რამდენიმე საათში დასრულდეს.სურვილისამებრ ავტომობილის არჩევა – შეგიძლიათ აირჩიოთ სედანი, ჯიპი, ქროსოვერი, პიკაპი ან სხვა ტიპის მანქანა.ავტო ლიზინგი vs ავტო სესხი ბევრ ადამიანს აინტერესებს, რაში განსხვავდება ავტო ლიზინგი და ავტო სესხი. ავტო ლიზინგი – ავტომობილი თავდაპირველად ლიზინგის კომპანიის მფლობელობაშია და გადახდის დასრულების შემდეგ გადმოდის თქვენს სახელზე.ავტო სესხი – მანქანა თავიდანვე თქვენს სახელზე რეგისტრირდება, მაგრამ შეიძლება მოითხოვდეს უფრო დიდ საწყის შენატანს და მკაცრ კრედიტურ პირობებს.ლიზინგი ხშირად ჯობია მათთვის, ვინც სწრაფად და მინიმალური საწყისი თანხით სურს ავტომობილის მართვა. როგორ ხდება ავტო ლიზინგის მიღება? პროცესი მარტივია და მოიცავს რამდენიმე ნაბიჯს: ავტომობილის შერჩევა – ახალი თუ მეორადი, შიდა თუ საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი.განაცხადის შევსება – ონლაინ ან ოფისში.დამტკიცება და ხელშეკრულება – პირობების დადასტურების შემდეგ მანქანას იმავე დღეს მიიღებთ.რა უპირატესობა აქვს ავტო ლიზინგს ბიზნესისთვის? კომპანიებისთვის ავტო ლიზინგი იდეალური გადაწყვეტაა, რადგან შეუძლიათ გაანაწილონ ავტომობილის ღირებულება და შეინარჩუნონ ფინანსური ლიკვიდობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტაქსის კომპანიებისთვის, კურიერული სერვისებისთვის და სერვისული ჯგუფებისთვის. თუ გსურთ, რომ ახალი ავტომობილის შეძენა არ გახდეს დიდი ფინანსური ტვირთი, ეწვიეთ autocredit.ge და შეარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ავტო ლიზინგის შეთავაზება დღესვე.

ბინები დღიურად ბათუმში – კომფორტული და ხელმისაწვდომი არჩევანი

ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია, რომელიც სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ სანაპიროებს, მრავალფეროვან გასართობ ადგილებსა და სტუმართმოყვარე გარემოს. მათთვის, ვინც კომფორტულ და მოქნილ საცხოვრებელ ვარიანტს ეძებს, ბინები დღიურად ბათუმში იდეალური არჩევანია. რატომ ავირჩიოთ ბინები დღიურად ბათუმში? ბინები დღიურად ბათუმში მოგცემთ იმ თავისუფლებას და კომფორტს, რაც სასტუმროს ნომერში ხშირად შეუძლებელია.სრულად აღჭურვილი სამზარეულომყუდრო საცხოვრებელი ფართისწრაფი ინტერნეტი და ყველა საჭირო ტექნიკამაქსიმალური პირადი სივრცებინები ბათუმში – მდებარეობის მრავალფეროვნება ზღვისპირა ბინები ულამაზესი ხედებით მათთვის, ვინც გრძნობს ზღვის სიახლოვეს განსაკუთრებულ ხიბლს, ზღვისპირა ბინები საუკეთესო არჩევანია. შეგიძლიათ დილა ზღვის ხმაზე დაიწყოთ და საღამოს ბულვარში გაისეირნოთ. ბულვარის მიმდებარე საცხოვრებელი თუ გსურთ შუაგულ ქაოსსა და სილამაზეში ცხოვრება, ბულვარის ახლოს მდებარე ბინები ბათუმში იდეალურია. აქ ყველაფერს ფეხით მიაღწევთ – რესტორნები, კაფეები, მაღაზიები და გასართობი ადგილები. ძველი ბათუმის ისტორიული უბნები ძველი ბათუმი გაძლევთ შანსს ჩაეფლო კულტურულ ატმოსფეროში და დატკბეთ ქალაქის უნიკალური არქიტექტურით. რატომ არის დღიური ქირა ფინანსურად მომგებიანი? ბინები დღიურად ბათუმში ხშირად უფრო იაფია, ვიდრე სასტუმრო, განსაკუთრებით დიდი ოჯახებისთვის ან მეგობრების ჯგუფებისთვის.საკუთარი სამზარეულო საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ კვებაზემეტი ფართი და კომფორტი იგივე ფასადმოქნილი პირობები დარჩენის ხანგრძლივობაზევისთვის არის განკუთვნილი ბინები დღიურად ბათუმში?ტურისტებისთვის, რომლებსაც სურთ დამოუკიდებელი და კომფორტული დასვენებაოჯახებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სივრცე და სიმყუდროვეწყვილებისთვის, რომლებიც ეძებენ მყუდრო გარემოს საქმიანი ვიზიტორებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მოქნილი და პრაქტიკული საცხოვრებელიროგორ იპოვოთ საუკეთესო შეთავაზება? თუ გსურთ იპოვოთ თქვენთვის ბინები ბათუმში ეწვიეთ პლატფორმას, სადაც მრავალფეროვანი ბინები გელოდებათ სხვადასხვა ლოკაციასა და ფასის კატეგორიაში.

ბოლო სიახლეები