“საჭიროა განეიტრალდეს დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარი და შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძის პროცენტი იგივე დარჩება”- ქუცნაშვილი

Read Time:41 Second

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა შორის არიან როგორც ძველი “ნაციონალები”, ასევე “იდეური ხალხი, რომელთა განეიტრალებაც შესაძლებელია”. ქუცნაშვილის თქმით, თუკი სალომე ზურაბიშვილის ცენტრალური შტაბი საარჩევნო-პიარ ტექნოლოგიების გამოყენებით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარს მაინც გაანეიტრალებს, გრიგოლ ვაშაძე არჩევნების მეორე ტურს წააგებს.

“საარჩევნო კამპანია არის შეჯიბრი და ამ პროცესში უამრავი ხერხი არსებობს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მეორე ტურში შედეგების გასაუმჯობესებლად. გამორიცხულია, რომ რომელიმე მხარემ რაიმე ხერხით არჩევნების ფალსიფიცირება შეძლოს, მაგრამ არსებობს უამრავი ტექნოლოგია და საშუალება, რომელთა ერთობლიობით შესაძლებელია მეორე ტურში ბევრად უკეთესი შედეგის დადება. არსებობს ძალიან მარტივი ტექნოლოგია – საჭიროა განეიტრალდეს დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარი და შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძის პროცენტი იგივე დარჩება. თუკი ცენტრალური საარჩევნო შტაბი გამოიყენებს იმ საარჩევნო და პიარ ტექნოლოგიას, რითაც დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარს მაინც გაანეიტრალებს, ვაშაძე შეიძლება მინუსებშიც წავიდეს. მე ცენტრალურ შტაბს ვურჩევდი ბაქრაძის მხარდამჭერების ნაწილის განეიტრალების ტექნოლოგია გამოიყენონ”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

pirveliradio.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შვებულების რა პირობებით სარგებლობენ სახვადასხვა სამსახურში დასაქმებულები
Next post ადრიანა ლიმამ Victoria’s Secret-ი დატოვა