საჩხერის 5 სოფლის მოსახლეობას წყალმომარაგების ახალი ქსელი ექნება

Read Time:34 Second

საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხისა და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში, წყალმომარაგების სისტემა შენდება. პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

“საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, 5 სოფელში მცხოვრები 6 ათასამდე ადამიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ბევრ მუნიციპალიტეტში გვაქვს მსგავსი პრობლემა და ვცდილობთ, ეტაპობრივად ყველგან მივხედოთ წყლის და კანალიზაციის სისტემების  მშენებლობა-რეაბილიტაციას“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ.

სამინისტროს ცნობით, საჩხერეში მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარების და სატუმბი სადგურის მშენებლობა, ასევე – მოსახლეობის გამრიცხველიანება. ამ სოფლებს წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდათ, პროექტის დასრულების შემდეგ კი 24-საათიან წყალმომარაგება ექნებათ.

ადგილზე დასაქმებულია 80 ადამიანი და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. სამუშაოს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს.

პროექტი 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება
Next post ლევან იზორია: საქართველო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლას გააგრძელებს