პარასკევი, აგვისტო 7, 2026

საშიშია თუ არა ანტიდეპრესანტების მიღება ორსულებისთვის და ბავშვებისთვის

ორსულებისთვის, სავარაუდოდ ანტიდეპრესანტების მიღება შიძლება, მაგრამ ყველასი – არა. ამის გასარკვევად ჩატარებული კვლევების დიდი ნაწილი ცუდი ხარისხისაა. ანტიდეპრეანტებს შეუძლია პლაცენტის გავლით ბავშვის ჰემატოენცეფალიტური ბარიერი (მექანიზმი, რომელიც სისხლს და ტვინს შორის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს) გაიაროს. ამ მხრივ ყველაზე კარგად შესწავლილია სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები. არსებული მონაცემებით, ისინი არ წარმოადგენს ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი პათოლოგიებს მიზეზს, მაგრამ ქალს, დიდი ალბათობით შეიძლება ადრეული მშობიარობა დაეწყოს. მიუხედავად ამისა, მიჩნეულია, რომ თუ ქალი ზომიერი და ძლიერი დეპრესიისაგან არ იმუკრნალებს არსებობს რისკი იმისა, რომ დედა და შვილი იმაზე მეტად დაზიანდებიან, ვიდრე ანტიდეპრესანტების მიღებისაგან. იმავე მიზეზით უნიშავენ ქალებს ანტიდეპრესანტებს ბავშვების ძუძუთი კვების დროს, თუ ეს აუცილებელია.

რაც შეეხება ბავშვებს, მათთვის ანტიდეპრესანტების მიღება შეიძლება, როგორც დეპრესიის, ასევე სხვა დაავადებებისა და აშლილობების (მაგალითად, ღამით შარდის შეუკავებლობის) დროს. დეპრესიის დროს ჩვეულებრივ იწყებენ ფლუოქსეტინით: ის ასეთ სიტუაციებში ყველაზე კარგადაა შესწავლილი. მაგრამ ისევე როგორც ახალგაზრდა უფროსებში, ამ შემთხვევაში სუიციდური ფიქრების და მოქმედების რისკი უფრო მაღალია. ამიტომ, მშობლებსაც და ექიმებსაც ურჩევენ იყვნენ განსაკუთრებული ყურადღებით, მით უფრო მკურნალობის პირველ კვირებში.

ანტიდეპრესანტები – მხოლოდ დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატები არ არის. ამ ტიპის წამლებს დიდი ხანია რაც ბევრი სხვა დაავადების და აშლილობის დროს იყენებენ. ამასთან, არამხოლოდ ისეთი ფსიქიკური პრობლემების დროს, როგორებიცაა მაგალითად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ზოგჯერ ანტიდეპრესანტებს პაციენტებს ქრონიკული ტკივილების დროს უნიშნავენ, მათ ვინც სიგარეტის მოწევას თავს ანებებს, შაკიკი ან სხვა დაავადებები აქვს. საქმე ის არის, რომ ბევრი დაავადების როს ეს პრეპარატები თავად პათოლოგიურ მექანიზმებზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ნაწლავების გაღიზიანების დროს ანტიდეპრესანტები მოქმედებს რა ტვინზე, ხელს უწყობს ტკივილთან გამკლავებას და ანელებს ნაწლავების მოქმედებას, რაც კარგაია ფაღარათის დროს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს. საგამოძიებო ორგანოში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 652 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, მათ შორის ოქროს ზოდი და მონეტები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 187 796 ლარი შეადგინა.3 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო 4 პირი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 36 205 ლარით დაჯარიმდა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე – რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯბოქსი, აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა...

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯბოქსი, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიის შეკითხვას, ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.მისი განმარტებით, ანტირუსული რიტორიკა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებში არა აგვისტოს ომის შემდეგ, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა.„ეს აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, გარე ძალების დავალებებს ასრულებს და იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა დასვას. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, დაიღუპნენ ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები. ამ მძიმე დღეების მიუხედავად, ყვავილებით ხელში ხვდებოდნენ რუს ტურისტებს. გავიხსენოთ ელენე ხოშტარიას, მიშა მშვილდაძის განცხადებები, როგორ მიესალმებოდნენ რუსების შემოსვლას საქართველოში, ოფიციალურად გაგზავნილი წერილებით სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის. მაშინ არ იყო აგვისტოს ომი მსოფლიოსთვის რეზონანსული ომი, რომ აეგორებინათ რუსების წინააღმდეგ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბაიბა ბრაჟე – საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას გმობს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-18 წლისთავზე, ლატვია ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.უწყება ხაზს უსვამს, რომ ლატვია კვლავ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მათი მოკავშირეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავს ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც.„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან 18 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, - წერს ბრაჟე.

ბოლო 7 თვის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 76 655 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.176 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.9 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 141 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.

ბოლო სიახლეები