საქსტატის მონაცემებით, მაისში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა, რამაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 205.6 ლარი შეადგინა

Read Time:41 Second

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

2021 წლის აპრილში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 202.8 ლარი იყო, აპრილში კი, ეს მაჩვენებელი ორი ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 205.6 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აპრილთან შედარებით, მაისში 2.5 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 182.1 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე – არ მგონია, გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, ყველაფერი, რაც შეეხებოდა იმ ღამეს, არის ნათელი და პასუხგაცემული
Next post გიორგი ბოტკოველი – გახარია უფრო მაგარი „ქოცია“ თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს