საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტიან ქვეყნად დასახელდა

Read Time:30 Second

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტიან ქვეყნად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Social Network Media ავრცელებს. გამოცემა ბერძნულ ტელევიზიაში განხილულ ქართულ ჯანდაცვის სისტემასა და ეფექტიან ბრძოლის მეთოდებზე წერს.

„პრაიმტაიმი“ ონლაინ გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

„საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულ ტელევიზია ΣΚΑΪ ΤV-ზე კორონავისურთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად სტუმარმა საქართველო დაასახელა. მისი თქმით, ქართველებს პროფესიონალი ექიმები ჰყავთ და ხელისუფლებამაც შესაბამისი ზომები დროულად მიიღო, რამაც კორონავირუსთან ბრძოლა ეფექტური გახადა და ვირუსის გავრცელება  – კონტროლირებადი.

„ისინი არ დალოდებიან მოვლენების განვითარებას, ყველა საჭირო აკრძალვა შემოიღეს მანამდე, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების არეალი გაიზრდებოდა. მათ საკმაოდ მაღალკვალიფიციური ექიმები ჰყავთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს წარმატებული უწოდა” – აცხადებენ ბერძენი ჟურნალისტები.

„პრაიმტაიმი“

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს წელს მიიღებს
Next post პრემიერ-მინისტრმა გასცა დავალება, რომ 7 ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს