საქართველო ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებულ მაგალითად განიხილება

Read Time:43 Second

საჯარო სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ჰანს ტიმერმა.

საქართველოს მთავრობასთან ამ დიალოგის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ საქართველო განიხილება, როგორც წარმატებული მაგალითი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის, ზოგადად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების როლი აღნიშნული სისტემების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გაგრძელდეს კონსულტაციები და თანამშრომლობა.

მანამდე შეხევედრა გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ამ ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის წარმოება და ზოგადად blockchain-ის ტექნოლოგიები, მეტიც, ამ მიმართულებით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების შესწავლა, რომელიც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორს აქვს ამ კუთხით, განსაკუთრებით blockchain-ის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში „ანტიოკუპაციური ტაქსი“ იმოძრავებს
Next post შესაძლოა აუტიზმის დიაგნოზი სისხლის და შარდის ანალიზით დასვან