საქართველოში 5 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

Read Time:1 Minute, 8 Second
მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, პაციენტების ძირითადი ნაწილის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
 
„კრიტიკულად მძიმე მხოლოდ 5 პაციენტი გახლავთ, მძიმე პაციენტების სია 30-მდე არის გაზრდილი. მაგრამ ყველ მათგანის კონტროლირება მაქსიმალურად ხდება. 24 საათის განმავლობაში პროგრესირება არ შეინიშნება მათთან და იმედია, რომ სიტუაცია სტაბილური იქნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
 
მან ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია ყველა რეგიონში კონტროლირებადია და სპეციალისტები ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დიდ სამუშაოს ატარებენ და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კვლავ მოუწოდა.
 
„კვლავ ჩატარდა გორში 5 სექტემბერს 100-კაციანი ქორწილი, რაც გახდა მიზეზი გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში პირების დაინფიცირების. მოსახლეობას კვლავ მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ. თუ არა და ასეთი შედეგი დადგება მრავალი, რომელიც უფრო ცუდად წაადგება სიტუაციას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
 
დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისწავლე საუკეთესოსგან – მედიააკადემიამ ონლაინ მასტერკლასი დაიწყო
Next post რა შემთხვევაში მოუწევს საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლისას კარანტინის გავლა – დეტალურად