საქართველოში მძღოლთა კომპეტენტურობის ასამაღლებელი ცენტრი აშენდება – პროექტზე 14 მლნ ლარი დაიხარჯება

Read Time:24 Second

მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ხარისხის, საგზაო მოძრაობის მონაწილეების უსაფრთხოების დონის, საგზაო მოძრაობის წესების აღსრულების ეფექტურობის, საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონისა და საგზაო შემთხვევის შემდგომ რეაგირების ეფექტურობის გაუმჯობესება – ეს არის ის ხუთი ძირითადი მიმართულება, რომლებიც 2020 წლის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტებად განისაზღვრა.

გეგმაში მათ შორის, გათვალისწინებულია მძღოლთა პროფესიული კომპეტენტურობის ასამაღლებელი რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა/მოწყობა. ცენტრის მშენებლობის საპროგნოზო ბიუჯეტი კი 14 მლნ ლარია. ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ ცენტრზე პასუხისმგებელი უწყება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ია მეტრეველი – ხალხნო, არ შეიძლება დავივიწყოთ წარსული! არ შეიძლება ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოყავდეთ
Next post ღიმილის ბიჭი სანდრო გირგვლიანი დღეს 43 წლის გახდებოდა