საქართველოში მედიკამენტების მწარმოებელი ქართულ-ბელარუსული საწარმო დაფუძნდება

Read Time:34 Second

პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერმინისტრის მოადგილეს მიხაელ რუსის შეხვდა. ერთობლივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მედიცინისა და ფარმაკოლოგიის კუთხით თანამშრომლობაზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია კოოპერაციაზე ტრანსპლანტოლოგიის სფეროში, აგრეთვე მედიკამენტების მწარმოებელი ერთობლივი საწარმოების დაფუძნებაზე.

უსწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოებას ერთობლივი ბიზნეს პროექტების განვითარებისა და ზოგადად, ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილსა და მიხაელ რუსს შორის შეხვედრა მარტში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ასევე მინსკში ქართული პროდუქციის მაღაზია გაიხსნება. ბელარუსული მხარის ინფორმაციით, მინსკში 1200 კვ.მ. ფართობზე განთავსდება სავაჭრო ცენტრი, სადაც ქართული ღვინო, მინერალური წყლები, აგროსამრეწველო და სხვა სასურსათო პროდუქცია გაიყიდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენეკო ეწვევა
Next post ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც ეფუძნებოდა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც, არის უცვლელი