საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 409 პაციენტი

Read Time:39 Second

საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 531 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 39 936, „პისიარ“ ტესტით – 16 595.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 33,7%, ბოლო 14 დღის – 32,01%, ბოლო შვიდი დღის – 32,19%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 480 841 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 289 168 გამოჯანმრთელდა, 15 628 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 779 761 აცრა, დღიურად აცრილია 3 593.

კარანტინის რეჟიმშია 10, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 017 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 309 პირი.

14 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 22 517 პაციენტი, გარდაიცვალა 21.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „სიბიეს ნიუსი“ – რუსეთმა უკრაინის საზღვართან განლაგებული არტილერია და სარაკეტო სისტემები საცეცხლე პოზიციაზე გადაიყვანა
Next post ირაკლი ქადაგიშვილი – შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არის გუნდური გადაწყვეტილება, რაც კენჭისყრაზეც აისახება