საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21 623 პაციენტი

Read Time:39 Second

საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 21 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 425 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 163, „პისიარ“-ტესტით – 20 262.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,84%, ბოლო 14 დღის – 31,66%, ბოლო 7 დღის – 32,85%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 454 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 248 242გამოჯანმრთელდა, 15 556  კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 774 755 აცრა, დღიურად აცრილია 2 089.

კარანტინის რეჟიმშია 21, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 123 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 581 პირი.

ამასთან, 12 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 48 468 პაციენტი, გარდაიცვალა 57.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნება“ ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს
Next post ლაითურში ახალი პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს