საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ამ ეტაპზე არ გამოვლენილა

Read Time:28 Second

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერჯერობით არ გამოვლენილა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოჩნდა სხვა შტამები – სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური და მათ შორის ინდური. ყველა ამ შტამზე დღეს დაკვირვება მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც PCR-ტექნოლოგიებით, ისე გენომის სეკვენირებით ამ შტამების იდენტიფიცირების. ინდური შტამი ლაბორატორიულად ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. როგორც კი დადგინდება და თუ ეს მოხდა, შესაბამისად, გავაკეთებთ განცხადებას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 337 961 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 319 956, გარდაიცვალა 4 639 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ ძაბირაძე: ის იყო და არის მთავარი ფიგურა – ექსპერტი გიორგი გახარიაზე
Next post პაატა იმნაძე: საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ნაკლებად სავარაუდოა