საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1731 ადამიანს დაუდასტურდა, 2197 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

Read Time:33 Second

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1731 ადამიანს დაუდასტურდა, 2197 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3507 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4022, კოვიდ-სასტუმროში – 2344, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი – ჩვენი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ, ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ადაპტირებულ ფორმატში ჰქონდეთ ამის საშუალება
Next post საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა