საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები ოთხთა ფინალში გავიდა

Read Time:21 Second

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი წარმატება მოიპოვა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა და ოთხთა ფინალის საგზურიც მოიპოვა, რომელსაც 27-29 აპრილს თბილისი უმასპინძლებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ლიგის 2 წრის შემდეგ 9 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა, ხოლო მესამე წრეში 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა და საერთო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

მესამე წრეს ლატვიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ქართველებმა რიგაში 5 მატჩი გამართეს და ყველა დამაჯერებლად მოიგეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები შეიცვალა
Next post მარტოობა ჯანმრთელობისთვის საშიშია?