საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

Read Time:29 Second

167 წვევამდელის ფიცის დადების ცერემონია პირველი ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზაზე, სოფელ ხცისში გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ მიულოცა. მან წვევამდელებს სიტყვით მიმართა, წარმატებები და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სამთვიანი კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.

დღეიდან ჯარისკაცები პირველ ქვეით ბრიგადასა და საავიაციო ბრიგადაში გადანაწილდებიან, სადაც 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა: ბაგა-ბაღებში კვებაზე ეკონომიას არ ვაკეთებთ
Next post აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები იგეგმება