ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

167 წვევამდელის ფიცის დადების ცერემონია პირველი ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზაზე, სოფელ ხცისში გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ მიულოცა. მან წვევამდელებს სიტყვით მიმართა, წარმატებები და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სამთვიანი კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.

დღეიდან ჯარისკაცები პირველ ქვეით ბრიგადასა და საავიაციო ბრიგადაში გადანაწილდებიან, სადაც 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი შარაშიძე: არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას არ იღებენ, ახალ სცენარებს ალაგებენ, მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება, დიდი ხანია, ხაზი გადავუსვით

ჩვენი პარტია პირველივე წუთიდან გაემიჯნა ამ იდიოტობას და მავნებლობას, არამხოლოდ მშვიდობიანი დამხობის სცენარს, არამედ ბოიკოტს და ამისთვის 4 ოქტომბრის არჩევნებზე საკმარისი მსხვერპლი გავიღეთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაძემ განაცხადა.მისი თქმით, მომხდარმა პარტია გააძლიერა და მისი წევრები დაარწმუნა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორი იყო.„გარკვეული დარტყმა საკუთარ თავზე მივიღეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო და ასეც გავაგრძელებთ. არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან იმ ადამიანებს, ვინც გააუბედურეს საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო. მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ. ჩვენს პოლიტიკურ ძალას მათთან არასდროს, არანაირი კავშირი არ ექნება, ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, დიდი ხანია, მათ ხაზი გადავუსვით. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ამ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და გვესმის, რომ ამისთვის კიდევ ბევრი მსხვერპლის გაღება მოგვიწევს, მაგრამ მზად ვართ, ეს გამოწვევა მივიღოთ ამომრჩეველთან ერთად, რომელიც ხედავს, რომ ბოიკოტის კამპანია შეცდომა და მავნებლობა იყო, აღარაფერს ვამბობ მშვიდობიან დამხობაზე. მიხვდებიან, რომ არჩევანი უნდა გააკეთონ არა ისეთ უპასუხისმგებლო პარტიებზე, რომელთა გამოც მოხდა ყველაფერი, არამედ ჩვენი პოლიტიკური ძალის მსგავს გონიერ, ზომიერ, პასუხისმგებლიან, პრაგმატულ, რაციონალურ პოლიტიკურ ძალაზე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

,,დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო.იგი იყო მრავალი სიკეთით დაჯილდოებული მოძღვარი; მრევლის ნამდვილი სულიერი მამა და თავისი ოჯახითაც გამორჩეული პიროვნება.ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მეუღლეს, შვილებს, სულიერ შვილებს, ნათესავებსა და ყველა გულშემატკივარს, მიმადლოს მშვიდობა და დეკანოზ მიქაელის სახელზე ლოცვითა და აღსრულებული კეთილი საქმეებით შეწევნის ძალა.ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი16.10.2025''- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კახა კალაძე – არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, მათ გაეცემათ შესაბამისი პასუხი

საქართველოში არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს და მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ, – ამის შესახებ დღეს მედიასთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სარჩელის თაობაზე საუბრისასგანაცხადა.მისი თქმით, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის.„არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, რომლებიც არიან მოღალატეები, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს და ასრულებენ გარედან მითითებებსა და დავალებებს. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის. მათ გაეცემათ სათანადო პასუხი და, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს მიმართავს – გიწვევთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას

პრემიერ-მინისტრო კობახიძე, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ელინა ვალტონენი პოსტში აღნიშნავს, იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივების არჩევის შესაძლებლობით.„ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975): იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება. ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის განუყოფელი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის. ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე და აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, მე გიწვევთ თქვენ, პრემიერ-მინისტრო კობახიძე, ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.P.S. ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენი შეხვედრა თბილისში გადატვირთული გრაფიკის გამო გავაუქმე“, – წერს ელინა ვალტონენი. 

ზურაბ ქადაგიძე: საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ-მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში “დემოკრატიის უკან დახევა”?

"ვენეციის კომისიამ საქართველოში FARA-ს ანალოგის გაკრიტიკებით ისევ დაადასტურა, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით მოქმედებს. ამერიკაში იგივე კანონი (Foreign Agents Registration Act) ითვლება დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტად - გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მექანიზმად", - წერს "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, ამერიკაში უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური და მედიური სტრუქტურების კონტროლი ჩვეულებრივ პრაქტიკად მიიჩნევა, თუმცა, როცა იმავე საკითხზე საუბარი საქართველოში იწყება, ეს მაშინვე დემოკრატიის უკან დახევად ფასდება."ვენეციის კომისიამ საქართველოში FARA-ს ანალოგის გაკრიტიკებით ისევ დაადასტურა, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით მოქმედებს. ამერიკაში იგივე კანონი (Foreign Agents Registration Act) ითვლება დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტად - გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მექანიზმად. იქ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, ღიად განაცხადონ ვის ინტერესებს ემსახურებიან, მაგრამ საქართველოში, იგივე მიდგომა უცებ "საფრთხედ" იქცევა, თითქოს თავისუფლებას ზღუდავდეს. საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ - მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში - "დემოკრატიის უკან დახევა"? რატომ არის ამერიკაში კანონი გამჭვირვალობის სიმბოლო, ხოლო საქართველოში - საფრთხე? თურმე ამერიკა ამ ფედერალური აქტით სახელმწიფოს იცავს, ხოლო საქართველოს არ აქვს უფლება საზოგადოება დააზღვიოს გარე საფრთხეებისგან... იმიტომ, რომ - საქართველო უნდა დარჩეს ბუფერულ ზონად "დიფ სთეითის" ხელში, სადაც ათასი რჯულის აგენტი, პროვოკატორი და გავლენის რეზიდენტი, უკონტროლო დაფინანსებას მიიღებს, სხვადასხვა პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად", - წერს ქადაგიძე.

ბოლო სიახლეები