შაბათი, თებერვალი 28, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების
ცენტრის ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, ვილნიუსის
ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი
საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა, საელჩოს წარმომადგენლები,
სტუდენტები, ვიდას კავალიუსკასის კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ.
სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. როგორც რექტორმა აღნიშნა, პროფესორ ვიდას
კავალიუსკასს დიდი წვლილი მიუძღვის ორი ქვეყანის – საქართველოსა და ლიეტუვას
რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. რექტორის თქმით,
დიდია მისი ღვაწლი არა მხოლოდ ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების
საუნივერსიტეტო ცენტრის წარმატებით ფუნქციონირების, არამედ საქართველოსა და
ლიეტუვას შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული კავშირების გაძლიერების
მხრივაც.
„ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს, ჩემი წარდგინებით და
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენი
კოლეგის, მეგობრისა და მეცნიერის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა. დღეს ჩვენ
ვიხსენებთ ვიდას კავალიუსკასს, რომელმაც, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკას
შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, უდიდესი წვლილი
შეიტანა. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის,
კულტურისა და განათლების ცენტრი და სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ
ლიეტუვის რესპუბლიკის ისტორიას, მის კულტურასა და ადათ-წესებს. აღსანიშნავია, რომ
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა
აქტიურად იღებს მონაწილეობას ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში და დიდ მხარდაჭერას
უცხადებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით,
როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა დავით
გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორ
ვიდას კავალიუსკასს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაცვალების შემდეგ, სტუ-
ის ოქროს მედალი მიანიჭა. როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, სტუ-ის ოქროს მედალი
ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ოფისში თვალსაჩინო ადგილს
დაიკავებს.
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პირადად რექტორს, დავით გურგენიძეს,
ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელსა და სტუდენტებს
პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნის საღამოს გამართვისა და სახელის
უკვდავყოფისთვის.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ვიდას კავალიუსკასის მემორიალური დაფა
გახსნეს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა
და განათლების ცენტრი, რომელსაც პროფესორი ვიდას კავალიუსკასი ხელმძღვანელობდა,
2012 წელს შეიქმნა. ცენტრს 2018 წლის 26 მაისს ლიეტუვის პრეზიდენტი დალია
გრიბაუსკაიტე სტუმრობდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცენტრი
საშუალებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ლიეტუვური ენა, ეზიარონ მეგობარი
სახელმწიფოს კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვის საგანმანათლებლო
პროექტებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
17.11.2023

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა.ტრამპის თქმით, ის დაელოდება, რა მოხდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყანასთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დამატებით რაუნდებში.„არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ ისინი არ არიან მზად, მოგვცენ ის, რაც უნდა მოგვცენ. ამით არ ვარ აღფრთოვანებული. ვნახოთ, რა მოხდება, მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმით, როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა. ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მინდა, შეთანხმება ახლავე მივიღოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებულ კონფლიქტში აშშ-ის ჩართვის რისკების შესახებ, თუ ის ირანზე დარტყმებს განახორციელებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „შეიძლება ითქვას, რისკი ყოველთვის არსებობს. იცით, როდესაც ომია, ყველაფრის რისკი არსებობს, როგორც კარგის, ასევე ცუდის“.ირანმა და შეერთებულმა შტატებმა 26 თებერვალს ჟენევაში ბირთვული მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გამართეს. ტექნიკური მოლაპარაკებები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 27 თებერვალს ვაშინგტონში ომანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბადრ ალ-ბუსაიდის შეხვდება, რომელიც მოლაპარაკებების შუამავლობას ახორციელებს.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა საერთოდ არ არის რელევანტური, ჩვენთვის აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან, რაზეც ღიად გვაქვს შეთავაზება გაკეთებული

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა საერთოდ არ არის რელევანტური, ჩვენთვის აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.„ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა საერთოდ არ არის რელევანტური. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე როცა  ვსაუბრობთ, ჩვენთვის რელევანტურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე, სანქციები არ არის საინტერესო პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები საერთოდ არ არის აქტუალური. მისთვის და ჩვენთვის ყველასთვის აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამ მიმართულებით ღიად გვაქვს შეთავაზება გაკეთებული. მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ შემხვედრი ნაბიჯები იქნება. ეს არის ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება იყოს ურთიერთობების გადატვირთვის ნიშანი. სტრატეგიული პარტნიორობის განახლება არის ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც შეგვიძლია, შევაფასოთ ურთიერთობების გადატვირთვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.როგორც კობახიძემ აღნიშნა, აშშ-თან კომუნიკაცია არსებობს სხვადასხვა დონეზე, მაგრამ მთავარი არის საჯარო გზავნილები.„ჩვენთვის მთავარია საჯარო კომუნიკაცია, ამას ველოდებით მოთმინებით. დანარჩენი, რაც ხდება კულუარებში, ბუნებრივია, დახურული ინფორმაციაა. ყველა ერთად უნდა დაველოდოთ საჯარო კომუნიკაციას ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ზოგადად, ურთიერთობები, კომუნიკაცია არსებობს სხვადასხვა დონეზე, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის საჯარო გზავნილები, რასაც ველოდებით მოთმინებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ ირანში მოგზაურობას

ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ ირანში მოგზაურობას. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.სამინისტრო ასევე მოუწოდებს ირანში მყოფ ჩინეთის მოქალქეებს, გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები და რაც შეიძლება მალე დატოვონ ირანის ტერიტორია.„ირანში არსებული უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირანში ჩინეთის საელჩოები და საკონსულოები ჩინეთის მოქალაქეებს შეახსენებენ, რომ ამ ეტაპზე თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, პოლიტსაბჭოზე რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება.პოლიტსაბჭოს სახელით განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.სხდომას ესწრებოდნენ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, გია ვოლსკი, ნინო წილოსანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ჩიქოვანი და დიმიტრი სამხარაძე.

ირაკლი კობახიძე – ვინმეს თუ არ აწყობს არჩევნები, ეს არის ოპოზიცია, რომელიც ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაშია, ამ თანწყობაში უკვე სიტყვა ცოცხალიც გადაჭარბებულია

ერთდღიანი აჟიოტაჟი იყო და ჩაქრა, როგორც კი ნახეს, რომ რეალურად, მედიის თავისუფლებას საფრთხე ვერ შეექმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისივე თქმით, მედიის თავისუფლების ხელყოფის მცდელობა ეფექტური ვერ იქნება.„ასევე, ეფექტური ვერ იქნება ოპოზიციის გამოცოცხლების მცდელობაც. რაღაც ორდღიან იმპულსებს აძლევენ ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას. ამის იქით ვერ მიდიან. იგივე მოხდა, იყო ერთდღიანი აჟიოტაჟი და ჩაქრა, როგორც კი ნახეს, რომ რეალურად, მედიის თავისუფლებას საფრთხე ვერ შეექმნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კითხვაზე, „პულსი თუ არ ესინჯება ოპოზიციას, პროცესის ნორმალიზებისთვის ხომ არ ფიქრობთ, ჩაატაროთ ახალი არჩევნები?“, კობახიძემ უპასუხა:„ვინმეს თუ არ აწყობს არჩევნები, ეს არის ოპოზიცია. ჩვენ ხომ გვირჩევნია, კონსტიტუციას პატივი ვცეთ? კონსტიტუციით არის დადგენილი საპარლამენტო არჩევნების ოთხწლიანი ვადა. მოდით, პატივი ვცეთ კონსტიტუციას. 54% ავიღეთ წინა არჩევნებში, ამ არჩევნებში შეგვიძლია, ავიღოთ თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღეს ვხედავთ, რომ მთლიანად ოპოზიცია მართლაც ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაშია, ცოცხალიც უკვე გადაჭარბებული სიტყვაა ამ თანწყობაში. შესაბამისად, ამ არჩევნებში უფრო მაღალ შედეგს მივიღებდით, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კონსტიტუციურ ვადებს. მარტივად არის საქმე“.

ბოლო სიახლეები