საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექცია გაიმართა

Read Time:1 Minute, 48 Second

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო
პროექტის – „ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების ტრანსფორმაციის პროცესი
კრიზისების გავლენის შედეგად – პრობლემები და გამოწვევები“, ფარგლებში პროფესორ
ანდრეას არნდტის (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი) საჯარო ლექცია – „სამართალი
და მორალი ჰეგელთან“, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, პროექტი – „ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების
ტრანსფორმაციის პროცესი კრიზისების გავლენის შედეგად – პრობლემები და
გამოწვევები“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზუგდიდის შოთა მესხიას
სახელობის სახელწმიფო სასწავლო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის კონსორციუმის, ზადარის უნივერსიტეტთან (ხორვატია) და ვარშავის
სახელმწიფო უნივერსიტეტთან (პოლონეთი) კოლაბორაციით განხორციელდა და მასში
ჩართული არიან: პროფესორი მამუკა ბერიაშვილი (სტუ), პროფესორი ლაშა ბრეგვაძე (თსუ),
დოქტორი მარიამ ხაზარაძე (აწსუ), დოქტორანტი დავით გალაშვილი (სტუ), ასოცირებული
პროფესორი ირაკლი თაბორიძე (ზუგდიდი), დოქტორანტი გიორგი ბერიაშვილი (სტუ).
ასევე, ემერიტუს პროფესორი, ანდრეას არნდტი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი),
ემერიტუს პროფესორი თეო კობუში (ბონის უნივერსიტეტი), პროფესორი იურე ზოვკო
(ზაგრების უნივერსიტეტი) და პროფესორი ნიკლაუს ლარგიერი (ბერკლის უნივერსიტეტი).
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით
გურგენიზე აცხადებს, პროექტის მიზანია კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების
კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ
სტანდარტებს, გაღრმავდეს კოლაბორაცია ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან,
კვლევისა და სწავლების პროცესი უფრო მეტად ინტერნაციონალური და
ინტერდისციპლინური გახდეს.
„პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ
ანდრეას არნდტის საჯარო ლექცია ჩატარდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროექტის
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ყოვლისმომცველი პერსპექტივიდან თანამედროვე
დემოკრატიული, ევროპული საზოგადოებების სისტემების ფუნქციონირების გააზრება.
პრობლემატიკა განხილული იქნება ფილოსოფიის, სოციოლოგიის, პოლიტიკური
მეცნიერების, ეკონომიკის და სამართლის მეცნიერების პერსპექტივებიდან, რათა უფრო
სიღრმისეულად იყოს წარმოჩენილი სოციალური სისტემების ფუნქციონირება მიმდინარე
გამოწვევების კვალად. ეს ეფუძნება ჰოლისტურ მიდგომებს და ამ კუთხიდან ცდილობს
საზოგადოებათა პრობლემების გაანალიზებას. ამის საფუძველზე შესაძლებელი იქნება
განსახილველ საზოგადოებათა ტრანსფორმაციაზე მთლიანი სურათის შექმნა. ეს მით უფრო
მნიშვნელოვანია თანამედროვე კრიზისებისა და პოსტ-კრიზისულ საზოგადოებაში
თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოებისა და საზოგადოების ტრანსფორმაციისთვის
და მომავალი მოდელის შექმნისთვის. კრიზისებმა გამოავლინეს მრავალი პრობლემა,

რომელიც დასავლური დემოკრატიული სამართლებრივი სამყაროს სოციალური,
პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემების გარკვეულ ნაკლოვანებებს
აჩვენებს და ამავდროულად, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის და საზოგადოებრივი
ინსტიტუციების გაუმჯობესების შესაძლებლობას ქმნის. ამდენად პროეატის
განხორციელება დროული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წარმატებები მინდა
ვუსურვო პროექტის მონაწილეებს“, – აცხადებს სტუ-ის რექტორი.

ინფორმაციისთვის: პროექტი, რომელიც ხორციელდება სამი ქართული უნივერსიტეტის
კოლაბორაციით, ანდრეას არნდტის საჯარო ლექციის გარდა, მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – „თავისუფლება,
სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა“, ჩატარდება, ზუგდიდის შოთა
მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში -„დემოკრატიისა და სამართლებრივი
სახელმწიფოს გამოწვევები და პერსპექტივები თანამედროვე ევროპაში“, ხოლო, ქუთაისის
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ვორქშოფი – „გლობალიზაციის
პრობლემები: სახელმწიფოთაშორისი აღიარება თუ დაპირისპირება“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ძა­ლი­ან “გამ­ლა­ხა” ამ და­ა­ვა­დე­ბამ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვვარ­ჯი­შობ, იმ დღე­საც ვარ­ჯი­ში­დან მი­ვე­დი… და ექი­მი მე­უბნება, მე­ო­თხე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე გაქვსო”
Next post საგარეჯოში სოფელ ლამბალოში ქმარმა ცოლი მოკლა-არსებული ინფორმაციით მოკლული 14 წლისაა