სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საუნივერსიტეტო სტამბის მასშტაბური გადაიარაღება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024 წელს, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, საუნივერსიტეტო სტამბის ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუნივერსიტეტო სტამბის სისტემური მოდერნიზაცია თავისი მასშტაბით აღემატება აქამდე სტამბაში განხორციელებულ ყველა პროექტს.

როგორც სტამბის ხელმძღვანელი გიორგი ჯერენაშვილი აცხადებს, საუნივერსიტეტო სტამბა, არსებობის 65 წლის განმავლობაში და ახდენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცებულ და რეგისტრირებულ, აკადემიური და დამხმარე პერსონალის და ასევე, სხვა ავტორების მიერ მომზადებულ სასწავლო და მეთოდიკურ ლიტერატურას, სამეცნიერო პერიოდიკის შრომების კრებულებს, მონოგრაფიებს, სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოხსენებათა კრებულებს და თეზისებს, საცნობარო ლიტერატურას, ლექსიკონებს, ახდენს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული და სპეციალური დოკუმენტების ტირაჟირებას.

„იაპონური წარმოების ციფრული ფერადი საბეჭდი მანქანა – Roco-Heidelberg Versafire Pro C5300SL, ციფრული შავ-თეთრი საბეჭდი მანქანა – Roco-Heidelberg Versafire Pro 8300S, თერმოამკინძავი HORIZON BQ-270, გერმანული წარმოების ქაღალდის საჭრელი POLAR Mohr – 92 EM – ეს არის დანადგარები, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით შეიძინა საუნივერსიტეტო სტამბამ. ასეთი მასშტაბური გადაიარაღება ჩვენი სტამბის ისტორიაში პირველად მოხდა. 2006 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა და სტამბა ერთ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელსაც საგამომცემლო სახლი – „ტექნიკური უნივერსიტეტი” ეწოდა. გეგმები დიდი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, ვერ განხორციელდა. სტამბის გადაიარაღების თაობაზე არსებობდა ბევრი დადგენილება როგორც აკადემიური საბჭოს, ისე სენატის, რაც უსახსრობის გამო ვერ ხერხდებოდა. წელს კი, რექტორისა და კანცლერის უდიდესი ძალისხმევით მოხდა მნიშვნელოვანი განახლება, რაც ხელს შეუწყობს გაცილებით მაღალი ხარისხის სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის და საცნობარო მასალის გამოცემას. საუნივერსიტეტო სტამბას უკვე აქვს შესაძლებლობა მაღალი დონის ფერადი ნაბეჭდი პროდუქციის ტირაჟირების, რომლის თვითღირებულება მცირეა და კონკურენტუნარიანს გვხდის საქართველოს ბაზარზე. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა ნებისმიერი სახის გამოცემა, ახლადშეძენილი დაზგის მეშვეობით, უნაკლოდ და მაღალ დონეზე ავკინძოთ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი 65-წლიანი გამოცდილება განსხვავებული და გამორჩეულია”, – ასე შეაფასა გიორგი ჯერენაშვილიმა საუნივერსიტეტო სტამბის განახლება-გადაიარაღების პროცესი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტამბას დაარსებიდან დღემდე 5000-ზე მეტი დასახელების სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა აქვს გამოცემული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

განათლების სამინისტრო – სასწავლო პროგრამიდან არცერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა, ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო ლიტერატურას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სასწავლო პროგრამიდან არცერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა, ხოლო ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო ლიტერატურას. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არცერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა დაცული იყოს თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი – განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები, რომლებიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში“, – ნათქვამია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა GFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტმა ლევან ოღაძემ კადეტთა და ჭაბუკთა შორის პროფესიონალური კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე GFC-ის საჩემპიონო ტიტულისთვის 90+ კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ს ცნობით, კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ერევანში 22-24 ნოემბერს K1 ვერსიით გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიკბოქსინგის გუნდ „სტუ-ს“ წევრმა, სტუდენტმა ლევან ოღაძემ მონაწილეობა პრესტიჟული ქართული საბრძოლო ორგანიზაცია GFC-ის ოფიციალური მიწვევის საფუძველზე მიიღო. საერთაშორისო ტურნირში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიკბოქსინგის ცენტრ „სტუ-ს“ ხელმძღვანელი და საუნივერსიტეტო გუნდის მწვრთნელი ლერი სუბელიანი აღნიშნავს, GFC-ის საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში ლევან ოღაძე ირანელ სპორტსმენს დაუპირისპირდა, მასთან სამი რაუნდი ჩაატარა, საბოლოო ჯამში, მოპოვებული ქულებით სძლია. „საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა და გამარჯვება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო კიკბოქსინგის პოპულარიზაციისა და გუნდში ახალგაზრდების მოსაზიდად. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს კიკბოქსინგის და, ზოგადად, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების სრული მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენს გუნდს დიდ მოტივაციას უქმნის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის“, - განაცხადა ლერი სუბელიანმა. სტუ-ის ინფორმაციით, კიკბოქსინგის საუნივერსიტეტო გუნდი „სტუ“ რამდენიმე წელია აქტიურ წვრთნებს გადის. გუნდში 37 სტუდენტი ირიცხება, მათ შორის 12 სპორტსმენი აქტიურად მონაწილეობს როგორც ამხანაგურ შეხვედრებში, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში.

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული და რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს დაეფუძნება

მომდევნო წლებში, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული და დაემყარება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ხელს შეუწყობს მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც მთელი რეგიონის ინტერესში შედის. „მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება არის ჩვენი რეგიონის უნიკალური პოტენციალის სრულად ათვისების საუკეთესო შესაძლებლობა“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, თურქეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან გაგრძელდება საქართველოს მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად. ამასთან, ბოჭორიშვილის განცხადებით, სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დარჩება მნიშვნელოვან რეგიონულ ფორმატად. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სომხეთის რესპუბლიკასთან ახალ ნიშნულზე გადასული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ასევე გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა. „მზად ვართ რეგიონის სამივე ქვეყანასთან შევინარჩუნოთ უმაღლეს და მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

უცნობი ფაქტები-როგორ ცხოვრობს ახლა თურქი ვარსკვლავი ნესლიჰან ათაგული

ნეს­ლი­ჰან ათა­გულს თურ­ქეთ­ში "სე­რი­ა­ლე­ბის დე­დო­ფალს" უწო­დე­ბენ. თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი ცნო­ბი­ლი გახ­და არა მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით, არა­მედ რო­მან­ტი­კუ­ლი რო­ლე­ბის ნი­ჭი­ე­რი შეს­რუ­ლე­ბით. სე­რი­ალ­ში, სა­დაც ნეს­ლი­ჰა­ნი თა­მა­შობს, გო­გო­ნებს უწევთ ყვე­ლა­ნა­ი­რი უბე­დუ­რე­ბის გა­და­ლახ­ვა, თუმ­ცა ფი­ნალ­ში ჯილ­დოს სა­ხით - სიმ­პა­თი­უ­რი პრინ­ცი და პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა ელო­დე­ბა. თა­ვად მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად არის. სი­ლა­მა­ზე ცხოვ­რე­ბა­ში სას­ჯე­ლად ექცა, რა­მაც ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა გო­გო­ნა სტამ­ბო­ლი­დან ნეს­ლი­ჰა­ნის მშობ­ლე­ბი სტამ­ბოლ­ში 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ. მსა­ხი­ო­ბის დედა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში და­ი­ბა­და, მამა და მისი ყვე­ლა წი­ნა­პა­რი ჩერ­ქე­ზე­ბი არი­ან. თა­ვად ნეს­ლი­ჰა­ნი თურ­ქეთ­ში და­ი­ბა­და. ემიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხი საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და: მამა მძღო­ლად მუ­შა­ობ­და, დედა დი­ა­სახ­ლი­სი იყო და ვაჟს და ქა­ლიშ­ვილს ზრდი­დან. ნეს­ლი­ჰა­ნი რვა წლის იყო, რო­დე­საც მა­მას­თან ერ­თად ფილ­მს უყუ­რა, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მტკი­ცედ თქვა, რომ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და.   დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი ნეს­ლი­ჰა­ნი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ კი­ნო­ზე ოც­ნე­ბა არ მი­უ­ტო­ვე­ბია. 13 წლის ასაკ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­პო­ვა კას­ტინ­გის სა­ა­გენ­ტოს მი­სა­მარ­თი და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე დე­დას­თან ერ­თად მი­ვი­და, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გი იყო შვი­ლის მსა­ხი­ო­ბო­ბის. უნ­დო­და, გო­გო­ნას ოჯა­ხი შე­ექ­მნა და ქმარ-შვილ­თან ერ­თად მშვი­დად ეცხოვ­რა.   ნეს­ლი­ჰა­ნი სა­ა­გენ­ტომ მი­ი­ღო და მალე დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი რეკ­ლა­მებ­ში გა­და­ი­ღეს. ამას მოჰ­ყვა პა­ტა­რა რო­ლე­ბი სე­რი­ა­ლებ­ში. 15 წლის ასაკ­ში კი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­და - რო­დე­საც სე­რი­ალ­ში "ფოთ­ლე­ბის და­ცე­მა" გა­და­ი­ღეს. მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ: მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია მათი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბა იყო. ის ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო და გარ­და ამი­სა, კარგ ფულს შო­უ­ლობ­და, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, მა­გა­ლი­თად, ძმის­თვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ფული გა­და­ე­ხა­და. ეკ­რა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვილ სიყ­ვა­რუ­ლად იქცა სე­რი­ა­ლის "სტამ­ბუ­ლის ორი სა­ხის" გა­და­ღე­ბის დროს გო­გო­ნა ქა­დირ დო­გუ­ლუს შეხ­ვდა. გრძნო­ბე­ბი ორ­მხრი­ვი აღ­მოჩ­ნდა. ახალ­გაზ­რდებს ბევ­რი რამ ჰქონ­დათ სა­ერ­თო: ქა­დი­რი ასე­ვე ღა­რიბ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, მო­ზარ­დო­ბი­სას მუ­შა­ობ­და წყლის დამ­ტა­რებ­ლად და მისი ოც­ნე­ბა ბარ­მე­ნო­ბა იყო. მაგ­რამ ერთ დღეს ახალ­გაზ­რდა სე­რი­ალ­ში "პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი" მი­იწ­ვი­ეს. ასე და­ი­წყო მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა. 2016 წელს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა იქორ­წი­ნეს. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი უყუ­რებ­დნენ ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. მათ ისევ აქ­ტი­უ­რად იღებ­დნენ სე­რი­ა­ლებ­ში. გა­რე­დან მათი ცხოვ­რე­ბა უღ­რუბ­ლო და ბედ­ნი­ე­რი ჩან­და. სე­რი­ალ­მა "შავი სიყ­ვა­რუ­ლი" ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უზარ­მა­ზა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. მას­ზე ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ, მაგ­რამ ათა­გუ­ლი ქმრის ერ­თგუ­ლი რჩე­ბო­და. ეჭვი ღა­ლატ­ზე სე­რი­ალ­ში "შავი სიყ­ვა­რუ­ლი" მისი პარტნი­ო­რი ბუ­რაკ ოზჩი­ვი­ტი იყო, სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­ზეც მი­ლი­ო­ნო­ბით ქალი ოც­ნე­ბობ­და. მე­დია წერ­და, რომ თით­ქოს ისი­ნი კოც­ნის დროს გა­მო­ი­ჭი­რეს, ასე­ვე რეს­ტო­რან­ში ვახ­შმო­ბი­სას... ქა­დი­რი გიჟ­დე­ბო­და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის­გან. ცდი­ლობ­და ნეს­ლი­ჰა­ნის­თვის ოზჩი­ვიტ­თან გა­და­ღე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა აეკ­რძა­ლა. ამ­ბობ­დნენ, რომ ნეს­ლი­ჰან­მა და ბუ­რაკ ოზჩი­ვიტ­მა ცალ-ცალ­კე ითა­მა­შეს რამ­დე­ნი­მე რო­მან­ტი­უ­ლი სცე­ნა, შემ­დეგ კი ეს კად­რე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს. ყვე­ლა­ფე­რი 2021 წელს შე­იც­ვა­ლა. ქა­დი­რი "სიყ­ვა­რუ­ლის სა­ი­დუმ­ლო­ში" გა­და­ი­ღეს და მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ჭორი, რომ მსა­ხი­ობს თა­ვი­სი პარტნი­ო­რი სერა არი­თურ­ქი შე­უყ­ვარ­და. წყვილს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ხში­რად ამ­ჩნევ­დნენ და ისი­ნი ძა­ლი­ან ჰგავ­დნენ საყ­ვარ­ლებს.   ნეს­ლი­ჰა­ნი, თა­ვის მხრივ, სულ უფრო მე­ტად ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­ტო, ქმრის გა­რე­შე და სევ­დი­ა­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. რა­ღაც მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი იქამ­დე მი­ვი­და, რომ ქა­დირს მომ­ხდარ­ზე სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ არა­ვი­თა­რი რო­მა­ნი არ აქვს და ცოლი დღემ­დე ძა­ლი­ან უყ­ვარს. მა­შინ ყვე­ლამ არ და­ი­ჯე­რა ამ სი­ტყვე­ბის, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ქორ­წი­ნე­ბა გა­და­არ­ჩი­ნეს. მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სე­რი­ა­ლის "ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლი" გა­და­ღე­ბე­ბის დროს ნეს­ლი­ჰა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­ირ­კვა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. და­ა­ვა­დე­ბა სა­ჭი­რო­ებ­და წო­ლით რე­ჟიმს და მკაცრ დი­ე­ტას. რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ნეს­ლი­ჰან­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის გამო სე­რი­ალს ტო­ვებ­და. თუმ­ცა, მა­ყუ­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა მისი ვერ­სია არ და­ი­ჯე­რა. მათი აზ­რით, მსა­ხი­ობ­მა და­ა­ვა­დე­ბა გა­ა­ყალ­ბა, რათა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა ჯა­რი­მე­ბი სა­მუ­შა­ოს შე­ფერ­ხე­ბის­თვის და არ სურ­და გა­და­ღე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, რად­გან სე­რი­ალს და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და. ამის შემ­დეგ ათა­გუ­ლი მთე­ლი წელი აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს და­ა­ვი­წყდათ. სტრე­სი­სა და უჭ­მე­ლო­ბის ფონ­ზე ის სა­ბო­ლო­ოდ 45 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და. ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა სა­ბედ­ნი­ე­როდ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და მსა­ხი­ო­ბი თან­და­თან და­უბ­რუნ­და პრო­ფე­სი­ას. ნეს­ლი­ჰა­ნი და ქა­დი­რი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ. 2024 წლის ზა­ფხულ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 32 წლის ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლი დე­დო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. წყარო:ambebi.ge

თინა ბოკუჩავა: წამოვედი სტრასბურგში იმისთვის, რომ ევროპარლამენტში ჩამომეტანა საქართველოს მოქალაქეთა ხმა, რომელთაც წაართვა არჩევანი ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე

„როგორც გუშინ რუსთაველზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, წამოვედი სტრასბურგში იმისთვის, რომ ევროპარლამენტში ჩამომეტანა საქართველოს მოქალაქეთა ხმა, რომელიც წაართვა ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამასთანავე, დღეს ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია.“ - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "როგორც გუშინ რუსთაველზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, გუშინ ღამით წამოვედი სტრასბურგში იმისთვის, რომ ევროპარლამენტში ჩამომეტანა საქართველოს მოქალაქეთა ხმა, რომელთაც წაართვა არჩევანი და ამით ევროპული პერსპექტივა ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. სულ რამდენიმე საათში დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები რეზოლუციაზე, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს ხუთშაბათს და სადაც ბუნებრივია საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ ამ რეზოლუციაზე მუშაობა დავიწყეთ ჯერ კიდევ წინა კვირას ვიზიტისას და რა თქმა უნდა, მიზანია საერთაშორისო არ აღიარების შენარჩუნება, იმ შედეგების არ აღიარება, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და რომელიც ჩვენ ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად უნდა გახდეს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი. ამასთანავე მინდა გავაკეთო განცხადება, როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, უარს ვაცხადებთ მანდატებზე, არ ვცნობთ ამ არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმაციას. იცით, რომ ჩვენ ცესკოს უკვე მივმართეთ ყველა სიის წევრის სახელით, სადაც ხელმოწერილი წერილები გაეგზავნა იმისთვის, რომ არც დროებითი მანდატები გაცემულიყო და რეგისტრაციაში არ გატარებულიყო ჩვენი უფლებამოსილების ცნობის საკითხი, რადგან ეს არ გადაცემულიყო არალეგიტიმური პარლამენტისთვის. სამწუხაროდ, თავლაფ დასხმულმა გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო რუსული სპეცოპერაციის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, უგულებელყო ჩვენი წერილები, არაკონსტიტუციური ნაბიჯით მან არ მიიღო მხედველობაში ჩვენი სამართლებრივად გაცხადებული მოთხოვნა, რომ უფლებამოსილების საკითხი არ გადაცემულიყო პარლამენტში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც ცესკო და გიორგი კალანდარიშვილი დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილი წესით შეტანილ წერილს, რომლითაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს საპარლამენტო სიების ჩახსნას. სიების ჩახსნას ვითხოვთ იმიტომ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და კიდევ ერთხელ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად და მოხარული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით პოზიცია არის სრულიად ერთიანი, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალი, პროფესიონალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და სწორედ ამით დავიბრუნებთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ბოლო სიახლეები