საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა საერთაშორისო კონფერენციაში – „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები – CSIT 2023“, მიიღო მონაწილეობა

Read Time:1 Minute, 18 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის
გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა საერთაშორისო
კონფერენციაში – „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები –
CSIT 2023“, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, მეთოთხმეტე საერთაშორისო კონფერენცია ერევანში
გაიმართა, რომელიც სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 80 წლის იუბილეს
მიეძღვნა და მასში ქართველი მეცნიერების გარდა, მონაწილეობდნენ ამერიკის
შეერთებული შტატების, ბელგიის, ირანის, კანადის, ლიტვის, ნორვეგიის, რუსეთის
ფედერაციის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთის,
ფილიპინების, ყაზახეთის, ჩინეთის და ა.შ. წამყვანი უნივერსიტეტების
წარმომადგენლები.
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის
დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, საერთაშორისო
კონფერენციაზე ქართველი მეცნიერები ახალი იდეებით და საინტერესო თემებით
წარსდგნენ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის
გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერები კონფერენციაში, ნაყოფიერად და
წარმატებით, უკვე მრავალი წელია ვმონაწილეობთ. კონფერენციის მიზანია
კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის
მკვლევარებს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლის
ხელშეწყობა და წახალისება. წელს, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის
გადაწყვეტილებით, ორი თემა მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა წარვადგინეთ და
ასევე, მასპინძლების გადაწყვეტილებთ, კონფერენციის რამდენიმე სექციიდან ორის
თანათავმჯდომარე ვიყავით. ეს იყო ძალიან საინტერესო კონფერენცია, ახალი იდეებით
და ახალი თემებით“, – განაცხადა პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ.
სტუ-ის ინფორმაციით, მეთოთხმეტე საერთაშორისო კონფერენციაში – „კომპიუტერული
მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები – CSIT 2023“,ნიკო მუსხელიშვილის
სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამმა მეცნიერმა, ინსტიტუტის
დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ,
პროფესორმა ჰამლეტ მელაძემ და მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა მარინე

მენთეშაშვილმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე მუშაობდა სექციები:
ალგორითმები, ავტომატები და ლოგიკა, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური
სწავლება, ღრუბლოვანი გამოთვლები, კრიპტოგრაფია და კიბერუსაფრთხოება,
დისკრეტული მათემატიკა და კომბინატორული ანალიზი. ინფორმაციული
ტექნოლოგიების გამოყენებები, ინფორმაციის თეორია და კოდირების თეორია,
განაწილებული სისტემები, დიდი მონაცემები, სახეთა ამოცნობა და გამოსახულებათა
დამუშავება, ტელეკომუნიკაციები და ქსელები და სხვა. კონფერენციის შრომების
კრებული განთავსებულია ვებ-გვერდზე, რომელიც გამოიცემა ჟურნალის სახით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ჩემი შვილები ტერორისტებმა გაიტაცეს, ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ, არ ვიცი ტერორისტები აწამებენ თუ არა მათ“ – მძიმე ისტორია ისრაელიდან
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: პროექტი „ჯარის ქალაქი“ დასრულდა, მაგრამ მინდა გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი, ძალიან მალე ანალოგიური პროექტი შეიქმნება