საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა

Read Time:49 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიანტებს: თამარ იმერლიშვილს, ნიკა ქებურიას, ნოდარ ცხოვრებაძეს, მარიამ ბოკუჩავას, დავით ჯამასპიშვილს, ქეთევან ხასაიას, ლუკა სამხარაძეს, ზურაბ მელაძეს, ირმა ნადოევს და ვალერია ტკაჩენკოს, შესაბამისი სერტიფიკატები ფაკულტეტის დეკანმა გადასცა. როგორც პროფესორი ირაკლი გაბისონია აცხადებს, სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 150 ლარს და გაიცემა 9 კალენდარული თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

„სტიპენდია გადაეცემა სტუდენტს, რომელიც არის წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, სემესტრებში მიმდინარე შედეგების მიხედვით „საუკეთესო“ და „კარგი“ შეფასებების მაქსიმალური რაოდენობა. ასევე, ვითვალისწინებთ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწევებს. აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მონაწილეობს სხვადასხვა სტუდენტურ ორგანიზაციებში, ასოციაციებში, მნიშვნელოვან ღონისძიებებში, აქვეყნებს პუბლიკაციებს, მონაწილეობს კონფერენციებში. წელს სტიპენდია დაენიშნა 10 სტუდენტს. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის, სტუდენტებს კი წარმატებებს ვუსურვებ“, – აცხადებს ირაკლი გაბისონია.

სტუ-ის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დღემდე 40-ზე მეტ სტუდენტს აღებული აქვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 3 ადამიანი დაჭრეს
Next post თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა