საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა თურქმენეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორსო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

Read Time:1 Minute, 36 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების
ფაკულტეტის მაგისტრანტმა მიქაელ მალანიამ თურქმენეთის ნავთობისა და გაზის
საერთაშორისო უნივერსიტეტში (აშხაბადი) გამართულ „ინფორმატიკის II ღია საერთაშორისო
ოლიმპიადაზე (OIOIUS-2024) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, OIOIUS-2024-ში მონაწილეობა მიიღო სტუ-ის ინფორმატიკისა და
მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა შალვა დავითაშვილის, მიქაელ
მალანიას, ლაშა იაკობიძის, ნოდარ და გიორგი ალექსაშვილების შემადგენლობით. სტუ-ის
გუნდს იმს ფაკულტეტის დოქტორანტი თორნიკე ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდს საერთაშორისო
ოლიმპადაში მოპოვებულ წარმატებას ულოცავს.
როგორც რექტორი აღნიშნავს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობით
სტუდენტები არა მხოლოდ იღებენ ინფორმაციას მეცნიერების უახლესი მიღწევების შესახებ,
არამედ მსგავსი აქტივობები მათ უხსნის სამომავლო ერთობლივი კვლევებისა და სამეცნიერო
პროექტების განხორციელების გზებს, გამოცდილების გაცვლისა და კოლაბორაციების
გაღრმავების შესაძლებლობებს.
აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ინფორმატიკის
საერთაშორისო ოლიმპიადაში 18 ქვეყნის – მათ შორის: საქართველოს, გერმანიის, თურქეთის,
რუმინეთის, ყატარის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთის – 52 უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების 350 სტუდენტი მონაწილეობდა.
„II ღია საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში – OIOIUS-2024“ ორ ეტაპად,
კიბერუსაფრთხოებისა და პროგრამირების მიმართულებით წარიმართა. საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტმა მიქაელ მალანიამ ორივე ტურში წარმატებით
იასპარეზა და ოლიმპიადის 350 მონაწილე სტუდენტს შორის მე-2 ადგილზე გავიდა,
შესაბამისად, ვერცხლის მედალი და მე-2 ხარისხის დიპლომი მოიპოვა.
„OIOIUS-2024-ის პირველ ეტაპზე, რაც კიბერუსაფრთხოებას მოიცავდა, მოცემული დავალების
შესაბამისად, ვინდოუსის სისტემაში, კონკრეტულ ფოლდერებში უნდა აღმოგვეჩინა
ვირუსები და ამასთან ერთად, სხვადასხვა მოდიფიკაცია ჩაგვეტარებინა. მეორე ეტაპზე კი,
რომელიც პროგრამირებას ეხებოდა, განსხვავებული სირთულის 4 ამოცანა უნდა ამოგვეხსნა.
დავალების სწორად შესრულება ითხოვდა შესაბამისი სპეციფიკური ალგორითმების
მორგებას, რათა ტექსტირების შემდგომ სწორი პასუხები მიგვეღო. მოხარული ვარ, რომ ორივე
ეტაპს თავი ნორმალურად გავართვი და ჩვენს საუნივერსიტეტო გუნდს ოლიმპადაზე
წარმატება მოვუტანე“, – ამბობს სტუ-ის მაგისტრანტი მიქაელ მალანია.
როგორც სტუ-ის სტუდენტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, დოქტორანტი თორნიკე ჯაფარიძე
აღნიშნავს, OIOIUS-2024-ის ფარგლებში სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული
აქტივობები გაიმართა, რომელზეც მონაწილე ახალგაზრდებმა, მათ შორის საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს.
მისივე თქმით, ოლიმპიადის მონაწილეებმა ინფორმატიკისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს

უახლესი ტენდენციები და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების პრაქტიკულად
გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს
Next post დიტო სამხარაძე: 1. სააკაშვილის განთავისუფლება – არა! 2. ივანიშვილის დასანქცირება – არა! 3. გამჭვირვალობის კანონის გაწვევა – არა!