საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე პროფესორ რევაზ სტურუას სახელობის აუდიტორია გაიხსნა

Read Time:34 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორისა და პოეტის – რევაზ სტურუას სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, 312-ე აუდიტორიისთვის რევაზ სტურუას სახელის მინიჭების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანზორ აბშილავა, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე, ცნობილი საზოგადო მოღვაწე ბიძინა სონღულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, რევაზ სტურუას ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები.

მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, რომელმაც რევაზ სტურუას სამეცნიერო მიღწევებზე და სამთო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რასაც თავად ევროკავშირის ლიდერები ამბობენ და ადასტურებენ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას
Next post „ჩემ ოჯახთან ახლოს აღარ დაგინახოთ, თორემ მოგი@@ნავთ რუს დედებს, ახლა წაიღეთ და ტრაკში გაიკეთეთ ეს ფოტო“ – ზურა ჯაფარიძე