საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თსუ-ს საკალათბურთო გუნდს გამარჯვებას ულოცავს

Read Time:29 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე,
საუნივერსიტეტო საზოგადოება და სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას,
სტუდენტებს, უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდს საქართველოს თასის მოპოვებას
ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
„ბატონო ჯაბა,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო
წრეების სახელით, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ უნივერსიტეტის
საკალათბურთო გუნდის მორიგ წარმატებას – საქართველოს თასის ტურნირში
გამარჯვებას.
სპორტის პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მიმართულებაა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ახალგაზრდებში დანერგვა კი, უმაღლესი
დაწესებულებების ერთ-ერთი მოვალეობა, რაც უზრუნველყოფს ჰარმონიულად
განვითარებულ მომავალ თაობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და წინსვლას გისურვებთ”, – აღნიშნულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში 12 600-ზე მეტ აბონენტს გაზი არ აქვს – ნახეთ, აღდგენის დრო
Next post „კრიტიკა კიდევ უფრო გაიზრდება“ – ხატია დეკანოიძე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან “გამჭვირვალობის” კანონპროექტზე გამოხმაურების შესახებ