საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Read Time:55 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას დღეს 105 წელი შეუსრულდა!

ქვეყნისათვის ამ დიდებულ და გამორჩეულ დღეს სულიერად ვერთიანდებით წამების შარავანდედით შემოსილი, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თავდადებული მამულიშვილები და ჩვენ, მათი საქმის მემკვიდრენი, ვისაც პატივად გვერგო მათგან აფრიალებული თავისუფლების დროშა ღირსეულად ვატაროთ დღევანდელ, გამოწვევებით აღსავსე ურთულეს პირობებში.

დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ სწრაფვას, რათა საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს ეროვნული ფასეულობები – საკუთარი იდენტობა, კულტურა და ტრადიციები, გააძლიეროს დემოკრატია, ეკონომიკა, განათლება, მეცნიერება, საინჟინრო დარგები, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები, გაიზიაროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ამგვარად, გააგრძელოს განუხრელი სვლა აღმშენებლობისკენ.

სულიერებისა და ინტელექტის ერთობა კი მთავარი საფუძველია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის მარადიულყოფისა.

ამ გზით შევძლებთ ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის დამოუკიდებელი და საპატიო ადგილი დავიკავოთ, ამ გზით შევძლებთ დავიცვათ, როგორც სახელმწიფოს მდგრადობა, ასევე, ჩვენი ეროვნული ფასეულობები და უზრუნველვყოთ ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება.

ამ გზაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს თავისი განსაკუთრებული მისია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის აღმშენებლობისთვის – აღვუზარდოთ ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები და მაღალპროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს მომავალს შექმნიან.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! #ესდღეჩვენია“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თურქეთის საგარეო უწყება – აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაუმარჯოს საქართველოს
Next post გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა