საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა.
ბიძგების სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
„დღეს თბილისის დროით 15:46-ზე რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მოხდა 3.6(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა…“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

