საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვა 4:0 დაამარცხა

Read Time:27 Second

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველ შეხვედრაში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მიხეილ მესხის საზელობის სტადიონზე გამართულ ამხანაგურ მატჩში ჯვაროსნებმა ლიტვა ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. საქართველოს რიგებში გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, გიორგი ქვილითაიმ, ვაკო ყაზაიშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ “გენტი”-ს შემტევს ჩაჯვეტაძე ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, რომელიც გოლით აღნიშნა.

მომდევნო მატჩს ეროვნული ნაკრები 27 მარტს გამართავს, სადაც ქართველების მეტოქე ესტონეთი იქნება. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება და მაყურებლების დასწრება თავისუფალია.

საქართველო-ლიტვის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო. ფეხბურთელებმა ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მითები ფეხმძიმობაზე
Next post ჩაიბარა მამამ გმირი შვილისგან გაუთელავი ქართული დროშა