საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

Read Time:40 Second

ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე.წ. ფიშინგის ნიშნებს, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტ ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან. მომხმარებელი მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში და ა.შ.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველყოვლისა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო, თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: გამოწვევების მიუხედავად, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი
Next post ნანა კაკაბაძე: მიდის გაშმაგებული ბრძოლა, სადაც ყველა მიუღებელი მეთოდი და იარაღი აქტიურად გამოიყენება, ეს ყოველივე გასაკვირი არ არის, ვინაიდან „ლიბერალები“ ბოლო შანსს გრძნობენ