საქართველოს დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

Read Time:25 Second

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისრაელის იუსტიციის სამინისტროსთან სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად