საქართველოს დელეგაცია დღეს დავოსში სამუშაო ვიზიტს დაასრულებს

Read Time:22 Second

დავოსში მსოფლიოს წინაშე არსებულ ეკონომიკური გამოწვევებზე უმაღლეს დონეზე მსჯელობენ. სამუშაო ვიზიტს დღეს დაასრულებს საქართველოს დელეგაცია, რომელიც გუშინ უკვე შეხვდა მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგნელებს. დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე, რომელიც ევრაზიის საკითხებს ეხება. კვირიკაშვილის შეხვდა ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

ფორუმს პრემიერმინისტრის რანგში  გიორგი კვირიკაშვილი უკვე მესამედ ესწრება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელიც. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საქართველოს საშუალებას მისცემს მოიზიდოს დამატებითი უცხოური ინვესტიციები.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტილერსონი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხიმგებლობას რუსეთს აკისრებს
Next post 10 თებერვლიდან რაგბის ახალი სანაკრებო სეზონი სტარტს იღებს