საქართველოსა და პორტუგალიას შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში პარტნიორობა ღრმავდება

Read Time:27 Second

პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის ცენტრს (Justice Hub), დიგიტალიზაციის სააგენტოსა და მოქალაქის სახლს ესტუმრა.

დელეგაციის წევრები გაეცნენ სახელმწიფო სერვისების მიწოდების არსებულ მოდელსა და სისტემას, მათ შორის, ონლაინ ხელმისაწვდომ და დიგიტალიზებულ სერვისებს. ამასთან, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოსა და პორტუგალიაში საჯარო მმართველობის სისტემაში დანერგილი ელექტრონული ადმინისტრირებისა და ინოვაციების შესახებ.

ციფრული მმართველობის სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზანი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომელიც დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქართველიშვილი: საინტერესოა, გადათქვამს თუ არა ევროპარლამენტი თავის შარშანდელ დამოკიდებულებას კეზერაშვილთან დაკავშირებით, თუ წელსაც უნდა ველოდოთ ხელის დაფარებას მათგან? მით უმეტეს, რომ BBC არ არის ყვითელი პრესა
Next post „ხალხის ძალა“: რატომ არ ასანქცირებს სახელმწიფო დეპარტამენტი მამუკა ახვლედიანს კონკრეტული მძიმე კორუფციული დანაშაულისთვის, რომელიც ხელის გულზე დევს? მით უმეტეს, რომ მოსამართლის სანქცირებისთვის არავითარი მტკიცებულება არ სჭირდება