საქართველოდან ღვინის ექსპორტი 11 პროცენტით გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 75,6 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 11 პროცენტით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი, 195 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20 პროცენტით მეტია.
ღვინის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის, აშშ-ში, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და ჩინეთი.
ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ლატვია, აშშ, ლიეტუვა და ესტონეთი.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,8 მლნ ბოთლი ბრენდი, მსოფლიოს 27 ქვეყანაში კი, ექსპორტირებულია 521,7 ათასი ბოთლი ჭაჭა.
მთლიანად საანგარიშო პერიოდში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულმა თანხამ 284 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს
საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia -...
ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება
მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ, 13...
ლევან დავითაშვილი – გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, რათა ინფლაციური წნეხი მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო
ჩვენ მოვახდინეთ ინფლაციის კონტროლში მოქცევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ...
მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნები საცხოვრებლად – რომელ ადგილზეა საქართველო?
numbeo ცხოვრების ღირებულების 2024 წლის ინდექსს აქვეყნებს, სადაც საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია წარმოდგენილი. ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე ნაკლები ქულა აქვთ, შედარებით...
“ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები რომ საქართველოში იფრინონ”
ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის...
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თაღლითებმა არ აიღონ სესხი თქვენი სახელით
აკონტროლეთ ვის აქვს წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე და შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია. თაღლითებს ნამდვილად შეუძლიათ უცხოსგან სესხის აღება. მომხმარებელი კი...