საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავი მინივენები შესაძლოა, რეგულირებას დაექვემდებაროს

Read Time:27 Second

ტაქსების შემდეგ რეგულირებას შესაძლოა, საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავი მინივენები დაექვემდებაროს. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში ისაუბრა. ინფორმაციას bpn-ი ავრცელებს

მუმლაძის განცხადებით, „წლების წინ საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მხოლოდ ავტობუსები დადიოდნენ. შემდეგ უკვე მიკროავტობუსებზე მოხდა გადასვლა, რის შედეგადაც თბილისში რაიონებიდან დღის განმავლობაში 1 800-მდე რეისი მივიღეთ. ეს კი დიდ ქაოსს ქმნის და ვგეგმავთ მომავალში მათი მარშრუტებიც დავადგინოთ.

საქალაქთაშორისო მარშრუტებზე ძალიან ბევრი მინივენი მოძრაობს, რომელზეც არანაირი რეგულაცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ჩემი პირადი მოთხოვნა და ტრანსპორტის სამსახურის რეკომენდაცია იქნება, რომ​ მინივენები გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებაროს,“-აღნიშნა მუმლაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “სტუდენტები სოციალური მეწარმეობისთვის” კონკურსი იწყება
Next post დიდთოვლობის გამო წალკის სოფლებამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია