საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე ერიკ ზემური მარინ ლე პენს დაუჭერს მხარს, დანარჩენი კანდიდატები კი ემანუელ მაკრონს

Read Time:39 Second

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე ერიკ ზემური მარინ ლე პენს დაუჭერს მხარს, დანარჩენი კანდიდატები კი მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.

„მარინ ლე პენის წინაშე დგას ადამიანი, რომელმაც ორი მილიონი ემიგრანტი შემოუშვა. მე არ შევცდები ჩემს მოწინააღმდეგეში. ამიტომ მოვუწოდებ ჩემს ამომრჩეველს, ხმა მისცეს მარინ ლე პენს“, – თქვა ზემურმა წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.

პარიზის მერმა, ან იდალგომ თავის ამომრჩევლებს მეორე ტურში ემანუელ მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„იმისათვის, რომ საფრანგეთი არ ჩაიძიროს ყველას მიმართ, ყველას წინააღმდეგობის სიძულვილში, გთხოვთ, 24 აპრილს ხმა მისცეთ მარინ ლე პენის უკიდურესი მემარჯვენეების წინააღმდეგ, ემანუელ მაკრონისთვის კენჭისყრით“, – აღნიშნა ან იდალგომ.

საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა კონსერვატორმა ვალერი პეკრესმა და თქვა, რომ ​მარინ ლე პენის ძალაუფლებაში მოსვლა ქაოსს გამოიწვევს. ულტრამემარცხენე ჟან ლუკ მელანშონმა მაკრონის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლე პენმა ერთი ხმაც კი არ უნდა მიიღოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გამსახურდია: „ნაცმოძრაობის“ რიგები გაჯერებულია პუტჩისტებით – ეს ადამიანები დღეს სხვადასხვა ეთერში ექსპერტებად გვევლინებიან
Next post ილია მეორე – ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით, იმედი ჩვენი თანამგზავრი უნდა იყოს