სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ახალი მანქანა გადაეცა

Read Time:1 Minute, 1 Second

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა.

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებული პრეზენტაცია გამართავს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 მანქანა გადასცა. მათგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, ხოლო 15 მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

„სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მომსახურების გაუმჯობესება არის ჩვენი პრიორიტეტი. ამ მანქანებიდან, რვა მანქანა განთავსდება თბილისში, საიდანაც ერთი იქნება რეანომობილი. დანარჩენი მანქანები განაწილდა რეგიონებში იმ პროპორციით, რომელი პროპორციაც დღესდღეობით არის დადგენილი ქვეყნის მასშტაბით.

რეანომობილებთან დაკავშირებით, მონიტორინგი დაწყებულია იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ეფექტური რეანომობილებისა და ზოგადად, სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვაში. ამისთვის, მნიშვნელოვანი არის შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მისცემს სამინისტროს, აღმასრულებელ ორგანოს იმის საშუალებას, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედოს და გააუმჯობესოს ჩვენი ჯანდაცვის ხარისხი.

რეანომობილების მონიტორინგი დაიწყო ერთი წლის წინ და ჩვენ ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ ამ კუთხით ხარისხი, ვინაიდან ჩვენ ყველას გვახსოვს, რა შემთხვევები ფიქსირდებოდა მაშინ, როდესაც ამ კუთხით არ იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა და მონიტორინგი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცენტრის ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და დღემდე ავტოპარკი სულ 362 ავტომობილით განახლდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Comcom ანალიტიკა – სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
Next post ცოტნე ზურაბიანი-დესტრუქციული ოპოზიციის ყველა მცდელობა, სიცრუითა და დეზინფორმაციით, მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმებით მიაღწიონ მერკანტილურ პოლიტიკურ მიზნებს, ყოველთვის კრახით დასრულდება