სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ

Read Time:47 Second
საქართველოს-პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ.
 
როგორც ბრიფინგზე გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს შეეხება 18 000-მდე კომპანიასა და 50 000-მდე დასაქმებულ პირს.
 
“მთავრობამ ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებსა და ისეთი კომპანებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვა სფეროებს 4 თვით, პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, რაც ნიშავს იმას, რომ ეს შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი ივნისი) დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნდებს 1 მილიარდ 200 მილიონი დღგ-ს საშუალებით ფინანსრუს რესურსს”, – განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა ეფექტური ნაბიჯების და ქმედებების დროა
Next post დიმიტრი ხუნდაძე – ბიძინა ივანიშვილი ჩვეული აქტივობით ერთვება სწორედ იმ დროს, როცა მისი მონაწილეობა გამორჩეულად მნიშვნელოვანია