ორშაბათი, მაისი 25, 2026

სარეკლამო sms-ის გაგზავნისთვის შეასძლოა კანონი გამკაცრდეს

პირდაპირი მარკეტინგისგან (სარეკლამო სმს-ბი) მოქალაქეთა დასაცავად შესაძლოა დღის წესრიგში კანონმდებლობის გამკაცრება დადგეს – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშში წერია.საუბარია სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე.

მართალია 2017 წელს დარღვევების რიცხვი შემცირებულია, მაგრამ ანგარიშის თანახმად პრობლემა კვლავ აქტუალურია. პირდაპირი მარკეტინგის გამოყენებით პერსონალური მონაცემების დარღვევა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით 30%-ით შემცირდა.

„მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ინსპექტორმა შეისწავლა პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების 29 შემთხვევა, აქედან 23 შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესების დარღვევა გამოვლინდა და ორგანიზაციებს შესაბამისი ჯარიმა დაეკისრათ“, – წერია ანგარიშში.

პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი აღნიშნავს, რომ გასულ წელს აქტუალური იყო საარჩევნო სუბიექტების მხრიდან გაგზავნილი შეტყობინებების საკითხიც:

„გასულ წელს ერთ-ერთი შუამავალი კომპანიის მეშვეობით ამომრჩევლებს შეტყობინებები საარჩევნო სუბიექტმაც გაუგზავნა. მართალია, გამგზავნს მონაცემებზე უშუალო წვდომა არ ჰქონია და შეტყობინებები შეიცავდა კანონით გათვალისწინებულ უარის თქმის მექანიზმს, თუმცა, მოქალაქეთა ნაწილში მათი მონაცემების მოპოვების კანონიერებაზე ეჭვები გააჩინა“, – წერია ანგარიშში.

2017 წელს, სარეკლამო სმს-ები საქართველოში საზღვარგარეთიდანაც იგზავნებოდა.

„მოქალაქეთა უფლებების დასაცავად შესაძლოა, დღის წესრიგში არსებული კანონმდებლობის გამკაცრებაც დადგეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა გვარამია – 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ ვესაუბროთ ერევანში სახელმწიფო მდივან რუბიოს

26 მაისს თბილისში უფრო მეტნი უნდა შევიკრიბოთ, ვიდრე ერევანში მარკო რუბიოს დასახვედრად მისული ჩვენი მეგობარი სომხები! – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია წერს, ხვალ რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს და პირდაპირ იქედან ესაუბრონ სახელმწიფო მდივან რუბიოს.„დადასტურდა, რომ 26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა! რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს! პირისპირ შეხვედრებზე უფრო მნიშვნელოვანი და ბევრად შთამბეჭდავი ხალხის მიმართვაა, ბევრი გულანთებული მედასავლეთე ქართველი პატრიოტის! ამიტომ ხვალ, 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ იქედან ვესაუბროთ სახელმწიფო მდივან რუბიოს!“ – წერს ნიკა გვარამია.

ალეკო ტაბატაძე – შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს

შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ტაბატაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.ალეკო ტაბატაძე გამოეხმაურა გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით სტატიის გამოქვეყნებას.„გიორგი კანდელაკს მსგავსი განცხადება პირველად არ გაუკეთებია, ეს მოღალატეობრივი განცხადებაა, რომელიც სინამდვილეს არ ეფუძნება. არ ვიცი, შენი ქვეყანა როგორ არ უნდა გიყვარდეს, რომ მსგავსი განცხადება გააკეთო. ამ განცხადებაზე ყველანაირი რეაგირება იქნება, მათ შორის სამართალდამცავების მხრიდან. ადამიანს თავისი ქვეყანა ასე სძულდეს და ტყუილებს ავრცელებდეს, წარმოუდგენელია. შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მან კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს. საქართველო ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფრთხილ და დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს, როგორც სამეზობლოში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით“, – განაცხადა ტაბატაძემ.

გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობისა“ და მათი ფილიალების შეზღუდვა-გაუქმება რაც მალე მოხდება, მით უფრო მალე ამოისუნთქავს ქართული საზოგადოება

„ნაცმოძრაობისა“ და მათი ფილიალების შეზღუდვა-გაუქმება რაც მალე მოხდება, ქართული საზოგადოება მით უფრო მალე ამოისუნთქავს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე. გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, „ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდნენ“.„რამდენიმე თვის წინ, საქართველოს წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა ვნახეთ, მათ შორის იყვნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სამხედრო გენერალი, კანდელაკი. აგერ, ბატონო, საქართველოში ადგილებია, მობრძანდით და დაბომბეთო. ეს ადამიანები ხან ირანს ეუბნებოდნენ, საქართველოში ადგილებია და დაბომბეთო, ხან ამერიკას ეხვეწებოდნენ, საქართველო ირანის სასარგებლოდ მუშაობს და დაბომბეთო. ამ ხალხს საკუთარი ქვეყანა ეზიზღება. ეს ადამიანები გამოკითხვაზე იყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გამოიკითხნენ. ან გამოსაკითხი რა არის, როცა საკუთარ ქვეყანას ვნებ. მათ მტკიცებულება არც მაშინ ჰქონდათ და არც ახლა აქვთ. ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან. მტკიცებულება მართლა რომ გქონდეს, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში უნდა მიხვიდე, რომ გამოიძიონ. ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ...

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ – 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა.„ამ ხუთი წლის განმავლობაში, სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84 პროცენტული პუნქტი შეადგინა.შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280 ათასს ჩამოსცდა.ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ვიდრე 280 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სუპერტანკერმა Eagle Verona-მ აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ხაზი გადაკვეთა და სპარსეთის ყურიდან არაბეთის ზღვაში შევიდა

სუპერტანკერმა, რომელსაც ორი მილიონი ბარელი ნავთობის გადატანა შეუძლია, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ხაზი გადაკვეთა და სპარსეთის ყურიდან არაბეთის ზღვაში შევიდა.Bloomberg-ის ცნობით, სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ სუპერტანკერ Eagle Verona-ს ერაყიდან ჩინეთის მიმართულებით ნავთობი გადააქვს.როგორც გამოცემა წერს, გემი ბასრას ნავთობტერმინალში 28 თებერვალს დაიტვირთა და ირანთან ომის გამო ჰორმუზის სრუტიდან გასვლას ვერ ახერხებდა. ის ამჟამად ჩინეთის ნინგბოს პორტისკენ მიემართება, სადაც, გეგმის მიხედვით, 12 ივნისს უნდა ჩავიდეს.

ბოლო სიახლეები