ინგლისში დააკავეს ქალი, რომელიც ქალიშვილს დაბადებიდან დივნის უჯრაში მალავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 3 წლის გოგონა უჯრაში 2023 წელს დედის მეგობარმა იპოვა. ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო. ის ჰაერზე არასდროს ყოფილა და არც მზის შუქი ჰქონდა ნანახი. არასრულწლოვანი ვერ საუბრობდა და სიარულიც ძალიან უჭირდა.
როგორც უცხოური მედია იუწყება, ბავშვის გაჩენის შესახებ ბრიტანელმა ქალმა არავის შეატყობინა. მან ის სახლის აბაზანაში გააჩინა და დივნის უჯრაში დამალა, სადაც თეთრეულს ინახავდა. პერიოდულად ის მოდიოდა ბავშვთან, აჭმევდა და საფენებს უცვლიდა. როდესაც სახლიდან გადიოდა პატარას მარტო ტოვებდა. იყო შემთხვევები, როდესაც გოგონა მარტო მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდა.
ბავშვის დედას 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გოგონა ახლა აღმზრდელებთან იმყოფება. სოციალური მუშაკის თქმით, შოკირებული იყო, როდესაც დედის ასეთი გულგრილობის შესახებ შეიტყო. როგორც ექიმები ამბობენ, სამი წლის გოგონა ათი თვის ბავშვის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

