სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ოპერაციული შტაბის სხდომაზე იმსჯელეს

Read Time:50 Second

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინა კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული ვითარება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის მიმდინარეობის საკითხი.

ოპერაციულმა შტაბმა, ასევე განიხილა პირბადეების ტარების საკითხზე კონტროლის გამკაცრება, რაშიც პოლიციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ჩაერთვებიან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები. ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით აღინიშნება ინფიცირების შემთხვევების ოდნავი მატება, დადებითობის მაჩვენებელი გაზრდილია 1% დან 1,3%-მდე.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 244 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 87 რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდკლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 366 მოქალაქე. რეგიონში ფუნქციონირებს 3 საკარანტინე სივრცე (პალმბიჩი, პრატაპი, ანაკლია), სადაც კარანტინში იმყოფება – 110 მოქალაქე.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით სულ ანტიგენის ნიმუშის აღებაზე  ჩართულია 53 სამედიცინო დაწესებულება. ვაქცინაცია  კი  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციამ ან უნდა მოუსმინოს უცხოელ პარტნიორებს ან მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული
Next post უკრაინული მედია: ქართულმა მაფიამ „უკრაინის რკინიგზა“ გაძარცვა