ხუთშაბათი, იანვარი 1, 2026

სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ოპერაციული შტაბის სხდომაზე იმსჯელეს

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინა კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული ვითარება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის მიმდინარეობის საკითხი.

ოპერაციულმა შტაბმა, ასევე განიხილა პირბადეების ტარების საკითხზე კონტროლის გამკაცრება, რაშიც პოლიციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ჩაერთვებიან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები. ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით აღინიშნება ინფიცირების შემთხვევების ოდნავი მატება, დადებითობის მაჩვენებელი გაზრდილია 1% დან 1,3%-მდე.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 244 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 87 რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდკლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 366 მოქალაქე. რეგიონში ფუნქციონირებს 3 საკარანტინე სივრცე (პალმბიჩი, პრატაპი, ანაკლია), სადაც კარანტინში იმყოფება – 110 მოქალაქე.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით სულ ანტიგენის ნიმუშის აღებაზე  ჩართულია 53 სამედიცინო დაწესებულება. ვაქცინაცია  კი  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტარდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას დამდეგ შობასა და ახალ წელს ულოცავს.წარმომადგენლობა მოქალაქეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დღეს, როცა იმედი და ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა თითოეულ თქვენგანს მოუტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლის რწმენა – მომავლის, რომლის შენებასაც ერთად გავაგრძელებთ.ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის“, – წერს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში.

როგორ შევხვდეთ ცხენის წელს სწორად: რა უნდა იყოს საახალწლო მენიუში

2026 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი ცხენის წელია, რაც ახალ ენერგიებს, გარდატეხებსა და სისწრაფეს მოასწავებს.ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცონდე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ასეთი წელი 60 წელიწადში ერთხელ მოდის.როგორ უნდა შევხვდეთ ცხენის წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ?„60 წელიწადში ერთხელ მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი, ეს უბრალო ცხენის წელი არ არის. მას მოაქვს სიახლეები, ყველაფერ ცუდს უკან ტოვებს. იქნება წინსვლა წარმატებისკენ, ეს არის ძველის გაშვება, თავიდან დაბადება და ტრანსფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, შევხვდეთ თბილ გარემოში.ახალი წლის სუფრაზე ნუ გექნებათ წითელი ხორცი, შეგიძლიათ ქათმის ხორცი, ინდაური. აქვე მინდა დავამატო, საქართველოსთვის საოცარი წელი მოდის.პროდუქტები და დეკორი, რომლებიც შეესაბამება ცხენის წელს ვაშლი და სტაფილო – ცხენის საყვარელი მცენარეული საკვები, სიმშვიდისა და მოტივაციის სიმბოლომარცვლეული და ფეტვი – ჯანმრთელობის, ნაყოფიერებისა და სტაბილურობის სიმბოლომწვანილი – სუფრის ბუნებრივი ენერგიის გაზრდა, სიჯანსაღის მატარებელი

„ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება“ – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან  ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საქართველოს დანიშნულებით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ, აღკვეთილი იქნა 50 მილიონი ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საქართველოს დანიშნულებით შემოტანის მცდელობის ფაქტი.მებაჟე ოფიცრების მიერ, შესაბამისი რისკის მოდულების ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, ,,წითელი ხიდის გავლით“ შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, მარმარილოს ფილებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სატვირთო ავტომობილის მისაბმელ განყოფილებაში, მარმარილოს ფილებთან მიმსგავსებულ წინასწარ დამზადებულ  ნაკეთობებში მალულად იყო განთავსებული. შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

რევაზ სოხაძე – წელს განხორციელდა ბევრი პროექტი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, მომავალ წელსაც ახალი პროექტები დაიწყება, უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის...

უნდა აღინიშნოს საუკუნის პროექტის, რიკოთის უღელტეხილის 52-კმიანი მონაკვეთის დასრულება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახსნა, ჩვენი ქვეყნისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.მინისტრმა მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელსაც არაერთი მასშტაბური პროექტია დაგეგმილი.„მიმდინარე წელს გაიხსნა სურამის შემოვლითი გზა, გურიის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი და მომავალ წელსაც ძალიან ბევრი ახალი პროექტი დაიწყება. უკვე გამოცხადდა ტენდერი თბილისის შემოვლით გზაზე, N 2 ლოტზე, რომელიც გულისხმობს წიწამურიდან ავჭალაში მიმავალ მონაკვეთს.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელდა, ის მიდგომები, რომელიც ჩვენ შევცვალეთ და ის ახალი სტანდარტი, რომელიც დავამკვიდრეთ. პროექტირების კუთხით, გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯები და ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებებით, როგორიცაა – სკოლები, ბაღები, სპორტული ინფრასტრუქტურა, დაიწყო პროექტირებები. ჩვენ მომავალ წელს ამ პროექტების საფუძველზე დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას ყველა მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს ის ნაბიჯები, რაც ეხება ხარისხს, ფასწარმოქმნას, ახალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას, რომელზეც აქტიურად ვმუშაობდით მთელი წლის განმავლობაში და მომავალ წელს უკვე ამ სიახლეების დანერგვა დაიწყება სამშენებლო მიმართულებებით“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ბოლო სიახლეები