სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ავსტრიის ელჩს შეხვდა

Read Time:33 Second

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ავსტრიის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს თომას მიულმანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  სამომავლო ურთიერთობები განიხილეს, იგეგმება სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ავსტრიის ერთ-ერთ რეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობებს, განიხილეს ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

სახელმწიფო რწმუნებულმა  მშვიდობის დარგში ავსტრიელი ნობელიანტი ქალის  ბერტა ფონ ზუტნერის როლზე ისაუბრა  ორი ქვეყნის ურთიერთობაში, ასევე ყურადღება გაამახვილა სამეგრელოში მის მოღვაწეობაზე.

მხარეებმა საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, ასევე შეეხნენ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის დამფუძნებელი სალომე ადამია ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სახელმწიფო დეპარტამენტი: ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა მიუღებელი ესკალაციაა
Next post 64 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, გარემოს დამცველი ნუგზარ ზაზანაშვილი